რა ქონებას ფლობს კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი
როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებზე არის საუბარი, მათ შორის ლებრონ ჯეიმსი ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს. იგი ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც სხვადასხვა ფილმებშიც კი ეპატიჟებიან მონაწილეობის მისაღებად.
როგორც ცნობილია, მას უყვარს ძვირფასი ვილებისა და სასახლეების შეძენა. ლებრონ ჯეიმსი საკმაოდ შთამბეჭდავ უძრავ ქონებას ფლობს.
მისი ლოს ანჯელესში მდებარე პირველი სახლი, სხვა ცნობილი ვარსკვლავების მეზობლად მდებარეობს.
ბევერლი ჰილზის სახლი
36,8 მილიონი დოლარის ღირებულების Beverly Hills Compound აშენებულია 1930-იან წლებში. ვილას აქვს 8 საძინებელი, 11 აბაზანა და ყველა ის ფუფუნება, რომელსაც ვარსკვლავები ითხოვენ. 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვილა მოიცავს საკალათბურთო მოედანს, სპას, აუზს, ორანჟერეას და ა.შ.
ამას გარდა, ლებრონს ბრენტვუდში მდებარე ორი სხვა სახლი აქვს. მათი საერთო ღირებულება კი 80 მილიონ დოლარზე მეტია.
ამ ქონების გარდა ლებრონ ჯეიმსი ფლობს 2,9 მილიონი დოლარის სასახლეს. ლოს ანჟელესში მდებარე, 1986 წელს აშენებული უზარმაზარი ქონება შედგება ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან.
ვილა ლოს ანჯელესში
ლებრონ ჯეიმსის სახლის მოცულობა ლოს ანჯელესში, არის 15,846 კვადრატული ფუტი. სახლს აქვს ბრწყინვალე ონიქსის ბარი და მარანი! ადგილი იდეალურია ვიზიტორების გასართობად და სოციალური შეხვედრების მასპინძლობისთვის.
ჯეიმსის სპორტული დარბაზი ნაწილობრივ შიდა და ნახევრად ღიაა. ვარჯიშის შემდეგ მას შეუძლია განიტვირთოს ორთქლის ოთახში, საუნაში და მასაჟის ოთახში, რომლებიც სავარჯიშო დარბაზში მდებარეობს. განაგრძეთ კითხვა