ლუკაშენკოს ვაჟი და მისი შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილები გამოცხადდნენ - შემთხვევითობა თუ პროტესტი? | Allnews.Ge

ლუკაშენკოს ვაჟი და მისი შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილები გამოცხადდნენ - შემთხვევითობა თუ პროტესტი?

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს უმ­ცრო­სი ვაჟი ნი­კო­ლაი ბე­ლო­რუ­სი­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. პრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­მა გა­სულ კვი­რას სკო­ლა და­ამ­თავ­რა და გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად მი­ვი­და. ამ ამ­ბავ­ში სა­ოც­რე­ბა ალ­ბათ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­შიც ნი­კო­ლაი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად დგას. გო­გო­ნას ყვი­თე­ლი ჰა­ე­რო­ვა­ნი კაბა აც­ვია და პრე­ზი­დენ­ტის ვაჟს ლურ­ჯი შარ­ვალ-კოს­ტუ­მი. უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში ჩაც­მუ­ლი წყვი­ლი სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ამ ONT გა­და­ი­ღო და მთა­ვარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში ბოლო ზარი ერთ-ერთ მთა­ვარ ამ­ბად გა­უშ­ვა.

acd02813-0f84b10e03c9d6be6a2ee3c35b35e172-39540-1655279198.jpg

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ფე­რე­ბის ეს კომ­ბი­ნა­ცია არა­სა­სურ­ვე­ლი გახ­და რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კი ყვი­თელ-ლურ­ჯი სა­მო­სი­სა და მა­ნი­კუ­რის­თვის ადა­მი­ა­ნებს აკა­ვე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წყვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ ჩაც­მუ­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ აირ­ჩი­ეს ლუ­კა­შენ­კოს შვილ­მა და მის­მა მე­წყვი­ლემ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ფე­რის სა­მო­სი.

დიქ­ტა­ტო­რი მამა შვი­ლის გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ 700 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იპო­ზი­ო­რა. მას გვერ­დით ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტი ედგა, ტან­ზე "ბარ­ბე­რის“ მო­დუ­რი ქურ­თუ­კი ემო­სა, თავ­ზე კეპი ეხუ­რა წარ­წე­რით "ბე­ლო­რუ­სი“ და მა­ი­სუ­რი წარ­წე­რით - შვი­ლი... პრე­ზი­დენ­ტმა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ურ­ჩია რომ "ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ“: ემუ­შა­ვათ, შე­ექ­მნათ ოჯა­ხი და ევ­ლოთ სამ­სა­ხურ­ში, თო­რემ გვი­ან იქ­ნე­ბა. სხვა რა­ღა­ცე­ე­ბი დაგ­ჩაგ­რა­ვენ", - ასე შე­ა­ჯა­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

989662bf-a752e5127c1151961c45b2913b4d75d1-39556-1655279246.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლუ­კა­შენ­კოს უმ­ცრო­სი ვაჟი, "მე­ფის­ნაც­ვლის პრინც კო­ლენ­კად“ პირ­ვე­ლად 2007 წელს მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­დე­საც პა­ტა­რა ბიჭ­მა პრე­ზი­დენ­ტთან ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­ი­წყო გა­მო­ჩე­ნა. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს მისი უმ­ცრო­სი ვა­ჟია და თქვა, რომ "კო­ლია პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა".

ვინ არის კო­ლი­ას დედა, ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. ლუ­კა­შენ­კო მას­ზე არ ლა­პა­რა­კობს. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, კო­ლი­ას დედა პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ექი­მი ირი­ნა აბელსკა­ი­აა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2020 წელს დი­მიტ­რი გორ­დონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ლია პრე­ზი­დენ­ტი არ იქ­ნე­ბო­და.

"ისე­თი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მი­ხა­რია, რომ ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად ხე­დავს. მას­ში "მე­გა­ლო­მა­ნია“ არ არის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა უმ­ცროს შვილ­ზე.

6a42bd61-9e073dcc1f984c52a7e8346726e46689-39572-1655279295.jpg

ლუ­კა­შენ­კას ასე­ვე ჰყავს ორი უფ­რო­სი ვაჟი გა­ლი­ნა რო­დი­ო­ნოვ­ნას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან. ისი­ნი 1975 წელს და­ქორ­წინ­დნენ, მარ­თა­ლია, არ გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან, მაგ­რამ ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ. ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ვა­ჟე­ბი - ვიქ­ტო­რი და დი­მიტ­რი - მთავ­რო­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ.

აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ლია ლუ­კა­შენ­კოს სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბი შე­საძ­ლოა მოს­კოვ­ში გა­ა­ტა­როს. რუ­სუ­ლი მე­დია ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ის დიპ­ლო­მა­ტი­ას ის­წავ­ლი­და. თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც კურსდამ­თავ­რე­ბულს და არც მის მა­მას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

myquiz