თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება- უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში | Allnews.Ge

თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება- უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში

42 წლის დიპ­ლო­მა­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში გახ­და, რო­დე­საც მი­ლი­ო­ნერ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი დის შვი­ლი ცო­ლად ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს გაჰ­ყვა.

პრო­ფე­სი­ი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნემ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა 2002 წელს და­ი­წყო. სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის 12 წლი­ა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი კი­ბის შემ­დეგ 2014 წლის 17 ნო­ემ­ბერს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა და დღემ­დე ამ პოსტს იკა­ვებს. ფლობს სამ ენას, რუ­სულს, ინ­გლი­სურ­სა და ფრან­გულს. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი ჩაც­მის სტი­ლი და ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მატს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი.

287589342-1352265721920954-4601894734390550862-n-58610-1655268716.jpg

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე მე­დი­ას­თან სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რებ­სა და ბრი­ფინ­გებ­ზე ჩნდე­ბა. ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კი დი­ზა­ი­ნე­რის მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა ხში­რად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

2018 წელს, რო­დე­საც თოთ­ლა­ძე ბრი­ფინგზე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, მხრებ­ზე მოხ­ვე­ულ პი­ჯაკ­ში ეცვა. მა­შინ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა.

"პრე­ზი­დენ­ტის" "ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე" ჩა­მომ­სვლელ სტუ­მარ­თა სია ზუს­ტად ას­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გა­ბან­ძე­ბას...

პ.ს სა­ა­გა­რე­ოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა სრუ­ლად შე­ე­სა­მე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს­თე­ტი­კას და დო­ნეს", - წერ­და მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

totladzexatuna-57156-1655268743.jpg

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე პატ­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი დის, მზია თოთ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. დიპ­ლო­მატს ჰყავს მე­უღ­ლე დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტინ­ძე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ცქვი­ტი­ნი­ძე, რო­მე­ლიც 2005 წელს და­ი­ბა­და...

totladzexatuna2-57203-1655268770.jpg

286941098-571863431018224-1016363111371993510-n-58854-1655268794.jpg

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე დე­ი­დას­თან და დას­თან ერ­თად

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის სი­ა­ში შე­დის, რო­მელ­თაც შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა აქვთ. დიპ­ლო­მა­ტის დეკ­ლა­რა­ცია რამ­დე­ნი­მე გვერდს მო­ი­ცავს და არამ­ხო­ლოდ თოთ­ლა­ძე, არა­მედ დიდი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია მისი მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სტა­ტუსს ინარ­ჩუ­ნებს.

ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ურეკ­სა და ოზურ­გე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ბახვში. დი­ზა­ი­ნერ­მა 2006 წელს 7500 დო­ლა­რად სო­ფელ წავ­კის­ში 700 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. ამა­ვე წელს 17 ათას დო­ლა­რად იყი­და ბინა, თბი­ლის­ში გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. განაგრძეთ კითხვა

myquiz