"როცა მესმის, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას, ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია" - კელი დეგნანი | Allnews.Ge

"როცა მესმის, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას, ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია" - კელი დეგნანი

"როცა მეს­მის ხალ­ხის ნათ­ქვა­მი, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას, ან მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას ცდი­ლობს, ეს არის 100%-ით რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა ბა­თუმ­ში მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ამ ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დეც კი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მუ­შა­ობ­და ამ ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

"ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გვსურს სა­ქარ­თვე­ლო ამ ომში ჩათ­რე­უ­ლი ვი­ხი­ლოთ. ჩვე­ნი აზ­რით, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი და ნატო იცავს, არის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ეს ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში - სტა­ბი­ლუ­რო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა, რაც თან ახ­ლავს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რო­ბას.

ჩვენ ეს გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. ჩვენ ვი­ცით, რომ ასე უნდა ქარ­თველ ხალ­ხსაც. ასე რომ, ჩვენ ვა­პი­რებთ გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახ­ში სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სად­მი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა დეგ­ნან­მა

myquiz