როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს- განსხვავებული შეფასებები | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს- განსხვავებული შეფასებები

გუ­შინ ხმა­უ­რი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

სა­კა­მოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია ის ვი­დე­ო­ე­ბი, რაც გავ­რცელ­და. სტუ­დენ­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

მომ­ხდარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნა­წი­ლი სტუ­დენ­ტებს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თი კი მი­იჩ­ნევს, რომ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ მო­უს­მი­ნა, რა­მაც შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო:

ოთო აბე­სა­ძე:

ის რაც თსუ - ში ხდე­ბა არის ძა­ლი­ან ცუდი. არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს ძა­ლა­დო­ბას დად­გა სა­ჭი­რო­ე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის? ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ პრო­ფე­სო­რე­ბი ამის­თვის ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, 2 ლეპ­ტო­პით მიმ­ყავს ლექ­ცია/სე­მი­ნა­რე­ბი რომ ამომ­წუ­რა­ვად მი­ი­ღოს ყვე­ლამ ცოდ­ნა ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა რო­გო­რი რთუ­ლოა პრო­ფე­სო­რით­ვის სრულ­ყო­ფი­ლად გა­დას­ცეს ცოდ­ნა სტუ­დენ­ტებს თან აუ­დი­ტო­რი­ა­ში და თან ორ ლეპ­ტოპ­ში ისე, რომ თა­ნაბ­რად მი­ი­ღოს ყვე­ლამ ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცია?

ვინ­მეს გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ თან აუ­დი­ტო­რი­ა­ში უნდა ახ­სნა და­ფა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად zoom - ით აკე­თო ექ­სელ­ში ამო­ცა­ნე­ბი და თან აუხ­სნა ორი­ვე გან­ზო­მი­ლე­ბას ხა­რის­ხი­ა­ნად (online/offline) ვერ ახერ­ხე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­მოს­ვლას გა­მოც­დე­ბის­თვის თბი­ლის­ში? კი­ბა­ტო­ნო ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში მო­ე­წყო სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი. ეხ­ლაც აი ამ წამ­საც ელექტრო­ნულ გა­მოც­დებს ვა­კე­თებ­დი. აი ეს ვაგ­ხა­ნა­ლია რაც მოხ­და თსუ ში არის თი­თო­ე­ულ პრო­ფე­სორ­ზე “სი­ლის გაწ­ვნა”. პრო­ტეს­ტი არის სხვა რამ და ძა­ლა­დო­ბა არის მა­რაზ­მი. არ იმ­სა­ხუ­რებს თსუ ამას და არ ვიმ­სა­ხუ­რებთ ჩვენ პრო­ფე­სო­რე­ბი ამას. დღეს დე­კან­სა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად მეც მომ­ხვდა თქვენს მიერ მოქ­ნე­უ­ლი ხელი. მომ­ხვდა იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ ჩემი სტუ­დენ­ტე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის და სა­ნაც­ვლოდ თსუს­თან ერ­თად ეს დარ­ტყმა მი­ვი­ღე მეც.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

ყვე­ლა კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წვლე­ბე­ლი უნდა გა­ვი­ტა­ნოთ თბი­ლი­სი­დან.თბი­ლის­ში უნდა დარ­ჩეს ისი­ნი, რო­მელ­ბიც კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც იყ­ვნენ: თსუ, სა­მე­დი­ცო­ნო, თე­ატ­რა­ლუ­რი და ა.შ.და­ნარჩრნებს ანუ კერ­ძო­ებს და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლებს მთავ­რო­ბამ უნდა შეს­თა­ვა­ზოს შე­ღა­ვა­თე­ბი (ვთქვათ ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა 10 წლით) იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ გა­და­ვიდ­ნენ თუნ­დაც თბილსთან ახ­ლოს მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: თე­ლა­ვი, გორი, რუს­თა­ვი...ახლო ქალ­სქებს იმი­ტომ ვა­სა­ხე­ლებ, რომ პრო­ფე­სუ­რა ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და სი­ა­რუ­ლი რომ არ გა­უ­ჭირ­დეთ. ღუმ­ცა თუ ვინ­მე მო­ა­ხერ­ხებს და მო­ინ­დო­მებს ლიხს იქი­თაც გა­დას­ვლას: ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­ში და ა.შ. კი­დევ უფრო მე­ტად უნდა წა­ა­ხა­ლი­სონ.ამ ცვლი­ლე­ბით რამ­დნე­ი­მე კურ­დღელს და­ვი­ჭერთ:

1) გა­ნიტ­ვირ­თევ­ბა თბი­ლი­სი, სა­დაც ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი

2) და­იტ­ვირ­თე­ბა და გა­მო­ცო­ცხლდე­ბა პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი.

3) სტუ­დენ­ტებს ბინა და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა და­უჯ­დე­ბათ იმის ნა­ხე­ვა­რი ფასი,.რაც თბი­ლის­ში.

4) ხოლო პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მცხობ­რებ­ლებს მი­ცე­მათ ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

5) ამ ქალ­ქებ­ში და­მა­ტე­ბით გაჩ­ნდე­ბა კა­ფე­ე­ბი კლუ­ბე­ბი და ა.შ.

ზუეა სი­ხა­რუ­ლი­ძე:

ყვე­ლა­ნა­ი­რი ძალ­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია მი­თუ­მე­თეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში!!! მაგ­რამ რა არის ამის მი­ზე­ზი -ზუს­ტად პოსტპა­ნა­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი. ჩვენ დავ­კარ­გეთ და აი ამ სტუ­დენ­ტებ­მაც იმ ორი წლის მან­ძილ­ზე პირდპა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი ერ­თა­ნეთ­შიც და მათ­თა­ნაც. იმათ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ ასე­თი ტი­პის ქცე­ვი­თი მო­დე­ლი ეს არც მათი ბრა­ლია არც არა­ვი­სი ეს სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ხდე­ბა ამი­ტომ ჰა­ო­ტუ­რად არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო სწავ­ლის გაგ­რძლე­ბა უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო რა­ღაც გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი და ადაპ­ტი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებს და ჩვე­ულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დნენ. ძაან მძი­მე კრი­ზი­სია ეხლა უმაღ­ლე­სი გან­თლე­ბის სის­ტე­მა­ში. ბევ­რი ქვე­ყა­ნა დარ­ჩა ჰიბ­რი­დულ მო­დელ­ზე და ნელ ნელა გა­დავ­ლენ ან დარ­ჩე­ბი­ან ამ მო­დელ­ზე.ამი­ტო სულ ვი­ძახ­დი რომ პის­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­დი იქ­ნე­ბა მძი­მე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და შეც­ვლი­ლი და ამის­თვის უნდა მოვ­ზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით. არა­ვის არ გა­უ­ვა ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი და ყვე­ლა წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz