"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები | Allnews.Ge

"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

8 ივ­ნისს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა რე­ზო­ლუ­ცი­ის გარ­შე­მო, რომ­ლის თე­მაც გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

"ევ­რო­პულ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე"დე­ბა­ტე­ბი გახ­სნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მი­რი­ამ ლექსმან­მა (EPP, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, სლო­ვა­კე­თი) რო­მე­ლიც რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რია. ლექსმა­ნის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვილს იცხოვ­რონ თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნა­ში და ჰქონ­დეთ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სრუ­ლად სცეს პა­ტი­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­მო­ხატ­ვი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, გა­ა­ტა­როს სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი და შე­ა­ჩე­როს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის პრო­ცე­სი.“

leqsman1234-38664-1654773419.jpg

ამას­თა­ნა­ვე, ლექსმა­ნი გა­მო­ვი­და ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნით. "მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის­თვის, რა­საც ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში თა­მა­შობს.

"მე ასე­ვე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე მისი დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლი­დან ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. და­სას­რულს, ნება მო­მე­ცით გა­ვი­მე­ო­რო, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გო­ბარ­მა, რომ ჩვენ მშვი­დად არ ვუ­ყუ­რებთ რო­გორ სუს­ტდე­ბა მე­დია თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ მი­დის დე­მოკ­რა­ტია უკან, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვართ“,- გა­ნა­ცხა­და მი­რი­ამ ლექსმან­მა.

"დროა, თბი­ლის­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი“ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი, იცავს და და­ი­ცავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ში­ნაც კი თუ ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ღიად გაკ­რი­ტი­კე­ბაა სა­ჭი­რო, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

austrevichusipetras-1654773445.jpg

მისი თქმით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათი მო­თხოვ­ნაა, ცვლი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

"თუმ­ცა, ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­ჩუ­მე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის შე­ზღუდ­ვა, მათ მი­მართ ღია მუ­ქა­რა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ამ ამ­ბი­ცი­ე­ბის­გან აშო­რებს. ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი იცავს და და­ი­ცავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ში­ნაც კი თუ ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ღიად გაკ­რი­ტი­კე­ბაა სა­ჭი­რო. მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის ად­გი­ლი არ არის.

ვი­თხოვთ ცვლი­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. დროა, თბი­ლის­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

"ჩვენ ვართ ამ ქვეყ­ნის დიდი მე­გობ­რე­ბი და არ გვინ­და, რომ მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ვი­ხი­ლოთ"იმის მა­გივ­რად რომ და­იც­ვან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მათ თავს ეს­ხმი­ან. ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დარ­ღვე­ვის ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი საქ­მე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყ­ნის დიდი მე­გობ­რე­ბი და არ გვინ­და, რომ მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ვი­ხი­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

viola-43335-1654773473.jpg

"ჩვენ დიდი იმე­დე­ბი გვქონ­და ამ ქვეყ­ნის, როცა რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა და­ი­წყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა მოხ­და და პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს ახა­სი­ა­თებს ამ ქვე­ყა­ნას და გვაჩ­ვე­ნებს, რომ მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა და შე­სა­ბა­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბად გარ­დაქ­მნა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა.

კრა­მო­ნის თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა დიდი ინ­ვეს­ტი­ცია მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ ფუ­ლით. ახლა კი, მისი თქმით, პრო­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია და შე­სამ­ჩნე­ვია რეგ­რე­სი კო­რუფ­ცი­ის, ისე­ვე რო­გორც პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით.

"ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი"ჩვენ გვინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვე­ნი კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის მხო­ლოდ ხალ­ხის სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. ქვე­ყა­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს წევ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე.

"რა­ტომ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასე შეშ­ფო­თე­ბით? - რად­გან ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი. ჩვენ გვინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვე­ნი კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის მხო­ლოდ ხალ­ხის სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. ქვე­ყა­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს წევ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი: დე­მოკ­რა­ტია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ეს, პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე. სწო­რედ ეს არის ის, რა­საც ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა ეხე­ბა.

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი და ჩრდი­ლო­ვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მსხვერ­პლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის­კენ. ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც პოსტ კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. 1997 წელს სლო­ვა­კე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად არ მი­იწ­ვი­ეს, ვი­ნა­ი­დან ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პო­პუ­ლის­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვლა­დი­მერ მე­ჩი­ა­რი, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ას და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ანად­გუ­რებ­და. სლო­ვაკ­მა ხალ­ხმა ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რა და მე­ჩი­ა­რის მთავ­რო­ბა აღარ აირ­ჩია. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ნუ გა­ი­მე­ო­რე­ბენ ვლა­დი­მერ მე­ჩი­ა­რის შეც­დო­მებს“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

"ჩვენ გვსურს შე­ვას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და თქვენ?"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ში­ნე­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტებს ძა­ლა­დობ­რი­ვად ეს­ხმი­ან თავს. არ­სე­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ში­ნე­ბის, მუ­ქა­რი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შემ­თხვე­ვე­ბი და ბევ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დია მუ­შა­კე­ბი­სა და მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათ სურთ, შე­ას­რუ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კი­თხვით: "თქვენ?" .

"ყვე­ლა­ზე მე­ტად იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბა და სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უერ­თდე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე "ნა­დი­რო­ბას“ , იმის ნაც­ვლად, რომ და­იც­ვან დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­რდე­ნი. ამი­ტომ, შე­ვახ­სე­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს გუ­ლის­ხმობს დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას, მათ შო­რის და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ცალ­მხრი­ვი გა­რი­გე­ბა არ არის. ჩვენ გვსურს შე­ვას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და თქვენ? თუ "კი“, მა­შინ გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა და­იც­ვათ“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე იყო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს შო­რის, მაგ­რამ..."სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე იყო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს შო­რის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ხა­ნებ­ში მან და­კარ­გა თა­ვი­სი სიჩ­ქა­რე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სად­მი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩვენ, ამ შე­ნო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი უმე­ტე­სო­ბით მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ეხე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩვენ კარ­გი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტთან და ჩვენ ვა­ღი­ა­რეთ მათი მიღ­წე­ვე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. დღეს ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლი­უ­რან­დმა.

მან მო­უ­წო­და ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, დღე­ვან­დე­ლი დის­კუ­სია "ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბად" მი­ი­ღონ.

"მო­ვუ­წო­დებ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან და ოპო­ზი­ცი­ი­დან, დღე­ვან­დე­ლი დის­კუ­სია მი­ი­ღონ, რო­გორც ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა. გვერ­დზე გა­და­დეთ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­წყვი­ტეთ ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და ერ­თად და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ზე. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა ჯერ კი­დევ ღიაა და ესაა, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თქვენ­გან მო­ე­ლის", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

“მეც მოგ­მარ­თავთ, რომ მი­ა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას“ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. ამ შე­დეგ­ში წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რმა მთავ­რო­ბამ და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის წევ­რმა შე­ი­ტა­ნა, მათ­გან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ახლა ცი­ხე­ში ზის, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და პო­ლო­ნე­თის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ანა ფო­ტი­გამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და.

ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა სა­კუ­თარ გა­მოს­ვლა­ში ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­ზე ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, დე­ბა­ტე­ბის ერთ-ერთი სუ­ბი­ექ­ტია.

"მათ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს, მოგ­ვმარ­თეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი კრი­ტი­კი­სა ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, გრძნო­ბენ ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ის­ტო­რი­ულ საფრ­თხეს მათი ქვეყ­ნის­თვის და გვთხო­ვეს, რომ მი­ვა­ნი­ჭოთ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რომ არ დავ­ტო­ვოთ სა­ქარ­თვე­ლო პოსტსაბ­ჭო­ურ ჭა­ობ­ში და არ დავ­სა­ჯოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი პო­ტენ­ცი­უ­რი რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა და­ტო­ვე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ფო­ტი­გამ.

“მეც მოგ­მარ­თავთ, რომ მი­ა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­ვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას“, - დას­ძი­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

"მო­გი­წო­დებთ, დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ პო­ტენ­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გეგ­მა..."მყა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს მი­უ­ხე­და­ვად, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უა­რეს­დე­ბა. ეს ილუსტრი­რე­ბუ­ლი იყო ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბის მიერ გა­სუ­ლი წლის "პრა­ი­დის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბით, რომ­ლე­ბიც მოვ­ლე­ნებს აშუ­ქებ­დნენ. ახ­ლა­ხანს კი ამის ილუსტრი­რე­ბა მოხ­და კარ­გად ცნო­ბი­ლი მე­დია ფი­გუ­რის, ბა­ტო­ნი გვა­რა­მი­ას მი­მართ სა­ეჭ­ვო ბრალ­დე­ბებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნით, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა სვენ მიკ­სერ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათ აქვთ ლე­გი­ტი­მუ­რი შეშ­ფო­თე­ბა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ნე­გა­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქცე­ვა იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის მი­მართ უფრო მტკი­ცე და მომ­თხოვ­ნი ხაზი უნდა გა­ვა­ტა­როთ, რათა გა­ი­გონ, რომ სწო­რედ მათ უნდა იმოქ­მე­დონ, როცა საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას ეხე­ბა.

"მო­გი­წო­დებთ, დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ პო­ტენ­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გეგ­მა, რათა ჩვენ­მა ნა­ბი­ჯებ­მა უნებ­ლი­ედ ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიღ­წე­ვებ­სა და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს რე­გი­ონ­ში", - გა­ნა­ცხა­და სვენ მიკ­სერ­მა.

myquiz