რომელი ხილი უნდა მიიღოს აუცილებლად დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა
ხილი და ბოსტნეული ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი კომპონენტია.ისინი ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავენ, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
ხილისა და ბოსტნეულის მირთმევამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკი. ხილი ასევე ვიტამინების, მინერალებისა და ბოჭკოების მნიშვნელოვანი წყაროა.
ხშირად დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს მოუწოდებენ, მიირთვან რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. თუმცა, რა საკვირველია არსებობს ისეთი ხილი, რომელიც დიაბეტიანი ადამიანებისთვის ყოვლად დაუშვებელია.
ზოგიერთი ხილი შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ამიტომაც დიაბეტიანი ადამიანები აუცილებლად უნდა მოერიდნონ ასეთი ხილის მიღებას. მათ კარგად უნდა აკონტროლონ საკვები რათა თავიდან აიცილონ შემდგომში გართულებები .
აგრეთვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შაქრის ტიპი ხილში და სხვა საკვებში, მაგალითად შოკოლადში ან ცომეულში, ერთმანეთისგან განსხავდება.
ხილი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა
- ვაშლი
- მაყვალი
- მანგო
- ავოკადო
- ბანანი
- ალუბალი
- გრეიფრუტი
- ფორთოხალი
- პაპაია
- კივი
- ანანასი
- მოცვი
- გარგარი
Mkurnali.ge