ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიმართვა ქართველ ხალხს - რა წერია ევროპარლამენტარების ღია წერილში | Allnews.Ge

ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიმართვა ქართველ ხალხს - რა წერია ევროპარლამენტარების ღია წერილში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ ქარ­თველ ხალ­ხს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თეს.

წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე შე­დე­გი ნაკ­ლე­ბად ოპ­ტი­მის­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ უნდა დარ­ჩეს.

"ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში, ევ­რო­კო­მი­სია უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ნა­ნატრ რე­კო­მენ­და­ცი­ებს წარ­მო­ად­გენს. შემ­დეგ, ივ­ნი­სის ბო­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი ევ­რო­საბ­ჭო­ში, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია. ამ ღია წე­რი­ლით, ჩვენ გვინ­და, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს მო­ვუ­წო­დოთ, რომ არ დარ­ჩნენ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­დე­გი ნაკ­ლე­ბად ოპ­ტი­მის­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ნაც­ვლად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო სა­მუ­შა­ოს­თვის ძა­ლე­ბი გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ა­რეს­და.

"დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის ავან­გარ­დში იდგა. თუმ­ცა დღეს, ევ­რო­კავ­შირ­ში და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ჭარ­ბობს იმგვა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინა პლან­ზე ყო­ფი­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნულ­მა, ასე­ვე ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბის მუ­შა­ო­ბაც გა­არ­თუ­ლა. შე­დე­გად, სხვა თვა­ლით ყუ­რე­ბი­სას, სუ­რა­თი საკ­მა­ოდ ბნე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­გარ­ქი­ზა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად პო­ლა­რი­ზა­ცია რჩე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ხალ­ხის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა წე­რილ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია. ყვე­ლას გახ­სოვთ, რო­გორ იმოქ­მე­და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ზე იმ ფაქ­ტმა, რო­დე­საც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო და­ა­პა­ტიმ­რეს. სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხუ­რი ვი­თა­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და პრო­ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გის გა­ტა­რე­ბას, "შარლ მი­შე­ლის" შე­თან­ხმე­ბა ამ დრომ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. უფრო მე­ტიც, სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვეს, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­რათს კი­დევ ერთი ბნე­ლი ლაქა შეს­ძი­ნა", - გა­ნა­ცხა­დეს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა.

უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას­თან გან­ცხა­დე­ბა­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დას­ძენ­სნ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ეს­მო­დეს, რომ "უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ყი­ნულმტვრე­ვი ასე­ვე ხსნის კა­რებს მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­კენ".

"გარ­და ამი­სა, ძნე­ლი გა­სა­გე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის მი­მართ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იცა­ვენ არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სახ­ლებს, არა­მედ დე­მოკ­რა­ტი­ას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უკ­რა­ი­ნა იმ­სა­ხუ­რებს, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას და იმის უბ­რა­ლო გა­გე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ყი­ნულმტვრე­ვი ასე­ვე ხსნის კა­რებს მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­კენ. ვი­ცით, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ასე ფიქ­რობს. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა თბი­ლის­შია და არა ბრი­უ­სელ­ში. თუ ეს გა­მოწ­ვე­ვა ძა­ლი­ან დი­დია ამ მთავ­რო­ბის­თვის, არ­სე­ბობს სხვე­ბის­თვის მისი გა­და­ცე­მის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზე­ბი, ყვე­ლაფ­რის ფა­სად სკა­მებ­ზე ჩა­ჭი­დე­ბის გა­რე­შე. მე­ო­რე მხრივ, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მაც იპო­ვონ ძალა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სან­დო სტრა­ტე­გია შეს­თა­ვა­ზონ, რაც ამ ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­როა. თუ ასე არ მოხ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, საქ­მე მი­ვი­დეს იქამ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შე­საძ­ლოა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წი­ოს - ამ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის, ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რო­ბით თუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი", - დას­ძი­ნეს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა.

myquiz