მარია ზახაროვას "უცნობი ცხოვრება" და ქორწილის სკანდალური ფოტოები | Allnews.Ge

მარია ზახაროვას "უცნობი ცხოვრება" და ქორწილის სკანდალური ფოტოები

მა­რია ზა­ხა­რო­ვა პირ­ვე­ლი ქა­ლია რუ­სუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პოსტზე მუ­შა­ობს.

ის რუ­სეთ­ში აღი­ა­რე­ბულ დიპ­ლო­მა­ტად მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­საც სა­გა­რეო კურ­სის გან­სა­ზღვრის დროს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ზა­ხა­რო­ვა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით, რო­გორც სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან.

zaxarov-54531-1654503410.jpg

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

მა­რია ზა­ხა­რო­ვა 1975 წლის 24 დე­კემ­ბერ­ში რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, რომ­ლე­ბიც იმ დროს პე­კინ­ში მუ­შა­ობ­დნენ. მამა, ვლა­დი­მერ ზა­ხა­რო­ვი, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, ჩი­ნუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სეთ­ში SCO-ს სამ­დივ­ნოს მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

დე­დამ, ირი­ნა ზა­ხა­რო­ვამ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პუშ­კი­ნის მუ­ზე­უ­მის უფ­რო­სი მკვლევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო.

ზა­ხა­რო­ვამ ბავ­შვო­ბა პე­კინ­ში გა­ა­ტა­რა, ამი­ტო­მაც ის თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ჩი­ნურ ენას. სკო­ლის წლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ბავ­შვო­ბი­დან დიპ­ლო­მა­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

zaxa-54590-1654503457.webp

პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტმა ზა­ხა­რო­ვამ პრაქ­ტი­კა პე­კინ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში გა­ი­ა­რა და მუ­შა­ო­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო.

ზა­ხა­რო­ვა პირ­და­პირ არ სა­უბ­რობს თა­ვის ეროვ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ მისი ბა­ბუა მორდვი­ნე­ლი იყო. 20 წლის ასაკ­ში ზა­ხა­რო­ვა იე­რუ­სა­ლიმს ეწ­ვია, სა­დაც და­ვი­თის ვარ­სკვლა­ვი შე­ი­ძი­ნა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ი­ღო. დიპ­ლო­მა­ტის თქმით, მას შემ­დეგ იგი შეგ­ნე­ბუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ყვე­ლა ფორ­მას.

მისი გა­მოს­ვლე­ბი ხში­რად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. 2016 წელს ზა­ხა­რო­ვამ რუ­სეთ-ASEAN სა­მიტ­ზე "კა­ლინ­კა“ იცეკ­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ტვი­ტერ­ზე გაჩ­ნდა ვი­დეო, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდუ­ლი ფო­რუ­მის დროს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე კავ­კა­სი­ურ ცეკ­ვას, "ლეზ­გინ­კას“ ას­რუ­ლებს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მისი მე­უღ­ლე ან­დრეი მა­კა­რო­ვია. ზა­ხა­რო­ვას ქმა­რი მე­წარ­მეა, გა­ნათ­ლე­ბით ინ­ჟი­ნე­რი ახლა ერთ-ერთ რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. ქორ­წი­ლი 2005 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში, ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა, სა­დაც მა­რია იმ დროს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გამო იმ­ყო­ფე­ბო­და.

zaxarova6-54375-1654503564.jpeg

ზა­ხა­რო­ვა­სა და მა­კა­რო­ვის ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. პა­ტარ­ძლის ჩაც­მუ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა სტან­დარ­ტუ­ლი. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვით, რომ მა­რი­ას ვულ­გა­რუ­ლი სა­მო­სი ეცვა - შავი დე­ტა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მოკ­ლე თეთ­რი კაბა, რომ­ლის მთა­ვა­რი აქ­სე­სუ­ა­რიც თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი იყო.

zaxarova7-54392-1654503626.jpeg

zaxarova8-54418-1654503639.jpeg

განაგრძეთ კითხვა

myquiz