"შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ..." - ექსპერტი | Allnews.Ge

"შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ..." - ექსპერტი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში მუ­ხა­ნა­თუ­რი შეჭ­რი­დან 100 დღე­ზე მეტი გა­ვი­და... ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნა, მთე­ლი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. არ­სე­ბი­თად იც­ვლე­ბა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­მაც დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნა უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მთა­ვა­რი კი­თხვაა: რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებთ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ამ ფან­ჯა­რას? ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გა­უ­გე­ბა­რია ზოგ­ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, იმავდრო­უ­ლად კი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათი და­სავ­ლუ­რი კურ­სი გა­ნუხ­რე­ლია. "ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია. ახლა ევ­რო­კავ­ში­რის ჯე­რია. მან უნდა გა­და­წყვი­ტოს, დგას თუ არა ევ­რო­პა მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის - მისი პარტნი­ო­რე­ბი­სა და მსგავ­სად მო­აზ­როვ­ნე ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრა­ტის­ლა­ვა­ში გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუ­მის პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

- პრე­მი­ე­რის ბრა­ტის­ლა­ვა­ში გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბევ­რს გა­უჩ­ნდა ასე­თი აზრი, თურ­მე შეგვძლე­ბია სწო­რი გზავ­ნი­ლე­ბის მი­ტა­ნა პარტნი­ო­რებ­თა­ნო. ვფიქ­რობ, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და - ძა­ლი­ან ხში­რად ვერ ხე­და­ვენ იმ პრო­ცე­სებს, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ან ხე­და­ვენ, მაგ­რამ უყუ­რე­ბენ ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი პრიზ­მი­დან, სა­ბო­ლო­ოდ კი ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით აზი­ა­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავ­საც და ქვე­ყა­ნა­საც. ზოგ­ჯერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­საც ჩრდილს აყე­ნე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის ევ­რო­პულ გზა­ზე აქვს წარ­მა­ტე­ბაც და მარ­ცხიც. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს იმის აღი­ა­რე­ბის, თუ რა­ი­მე არას­წო­რად გა­ვა­კე­თეთ. ჯერ ერთი, რაც უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე გვაქვს, არა მგო­ნია, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ნი იყ­ვნენ, რომ ეს და­ი­ჯე­რონ. არა­ერ­თხელ მი­უ­ნიშ­ნე­ბი­ათ ხარ­ვე­ზებ­ზე და შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ დახ­მა­რე­ბა მათ გა­მო­სას­წო­რებ­ლად. მარ­თა­ლია, ეს ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ და ვერ გა­მო­ვას­წო­რეთ თუნ­დაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ რე­ფორ­მა გაგ­რძელ­დეს, და ახ­ლაც მზად არი­ან დახ­მა­რე­ბის­თვის.

download-1654502622.jpg

დღეს იმის ძა­ხი­ლი კი არის სა­ჭი­რო, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო, არა­მედ უნდა ვა­ღი­ა­როთ შეც­დო­მე­ბი და ვაჩ­ვე­ნოთ ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს, რომ რე­ა­ლუ­რად ვა­პი­რებთ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მუ­შა­ო­ბას. ისიც უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა გაჩ­ნდა შექ­მნი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო და არა იმი­ტომ, რომ ჩვენ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ასე უფრო გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბა­შიც და სა­მო­მავ­ლო საქ­მე­ე­ბის სწო­რად და­გეგ­მვაც უკე­თე­სად გა­მოგ­ვი­ვა და ჩვენს პარტნი­ო­რებ­საც დახ­მა­რე­ბის უფრო მეტი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ.

- გა­ვიხ­სე­ნოთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კარლ ჰარ­ცე­ლის სი­ტყვე­ბიც, დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­რო­თო...

- დიახ, სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი. დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი მით მე­ტად იზ­რდე­ბა, რო­დე­საც ხე­დავ, რომ შენი პარტნი­ო­რი რე­ა­ლუ­რად ცდი­ლობს რა­ი­მეს შეც­ვლას. რო­დე­საც ჯი­უ­ტად იმე­ო­რებ, არა, მე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქ­ვსო და ლა­მის ამ­ტკი­ცებ, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტებ­საც კი ვას­წრე­ბო, ცხად­ზე ცხა­დია, რომ ეს მცდა­რი გზავ­ნი­ლია.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღეა დარ­ჩე­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და ყვე­ლა­ფერს უნდა ვა­კე­თებ­დეთ სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, ვაჩ­ვე­ნებ­დეთ ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბას, ძა­ლის­ხმე­ვას, მუდ­მი­ვად უნდა ვმუ­შა­ობ­დეთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პარ­ლა­მენტს უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ჩვენს სა­კი­თხზე კი არა, რად­გან იმის მა­გივ­რად გვე­მუ­შა­ვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან, მათი ლან­ძღვი­თა და და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი.

პარტნი­ორს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ში არ ეთან­ხმე­ბო­დე, მაგ­რამ უთან­ხმო­ე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მოთ­ქმას თა­ვი­სი წესი აქვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია პარტნი­ო­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დე ისე, რო­გორც ლა­პა­რა­კობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რი, თან იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც ჩვენს თა­ო­ბა­ზე ან უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ან მისი მი­ღე­ბის პრო­ცეს­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა აქვთ. თუ ეს მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­გე­ბის პრობ­ლე­მაა, მა­შინ კი­თხვა ის­მის - ასეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სის არა ეს­მით რა, რა უნ­დათ პო­ლი­ტი­კა­ში? თუ ეს­მით, მაგ­რამ მა­ინც ასე იქ­ცე­ვი­ან, მა­შინ ეს მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბაა. ასე რომ, ამას გა­მარ­თლე­ბა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არა აქვს.

- ამ ვი­თა­რე­ბა­ში რისი იმე­დი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს? აქვე გა­ვიხ­სე­ნებ ეს­ტო­ნე­თის ელ­ჩის რინა კა­ლი­უ­რან­დის გან­ცხა­დე­ბას, ეს­ტო­ნე­თი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­სო, თუმ­ცა დას­ძი­ნა: "თუკი გვსურს ვინ­მემ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს და მიგ­ვი­ღოს, ჩვენც უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ჩვე­ნი როლი. სწო­რედ ამი­ტომ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ვთხო­ვოთ სან­ქცი­ებს მხა­რი და­უ­ჭი­როს, გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი იყოს". ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტო­ბის­თვის უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი წა­მო­უ­ყე­ნონ?

- რთუ­ლია თქმა. და­ახ­ლო­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, თუ რა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­კავ­შირ­ში, მაგ­რამ, რო­გორც ვიცი, ერ­თი­ა­ნო­ბა ჯერ არც ერთ პრო­ექ­ტზე არ არის მიღ­წე­უ­ლი. ამი­ტო­მაც ახლა ის დროა, როცა მარ­თლაც კარ­და­კარ უნდა დავ­დი­ო­დეთ და მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი გვქონ­დეს იმის­კენ, რომ და­ვარ­წმუ­ნოთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი, და­უ­ჭი­რონ მხა­რი ჩვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ანტს. რაზე შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს 27 სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სენ­სუ­სი ამ ასო­ცი­რე­ბულ ტრი­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ნურც ისე წარ­მო­ვა­ჩენთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შან­სი არა აქვს. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი შან­სი, მაგ­რამ იმა­საც ნუ ვი­ტყვით, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ და ახლა ევ­რო­კავ­ში­რის ჯე­რი­აო. მო­ლო­დი­ნე­ბი სწო­რად უნდა ვმარ­თოთ. არ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ევ­რო­კავ­შირ­ზე გა­და­ტა­ნა, მით უფრო, რომ ნამ­დვი­ლად ბევ­რი რამ გვაკ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბამ­დე. ამა­საც დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი. ძა­ლი­ან ხში­რად რი­ტო­რი­კა, სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და თუ გჭირ­დე­ბით, მა­შინ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენს სა­სარ­გებ­ლო­დო, გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბის ელე­მენ­ტებს ატა­რებს და ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ლი­ან მცდა­რი ფორ­მაა. თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამა­ზე და­ფიქ­რდე­ბი­ან და რი­ტო­რი­კას შეც­ვლი­ან, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. შე­იძ­ლე­ბა კან­დი­და­ტო­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში მარ­თლაც გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბი ჩა­დონ, შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­მუ­შა­ოთ მაქ­სი­მუ­მის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა არ ხდე­ბა ეპის­ტო­ლა­რუ­ლად, პარტნი­ო­რე­ბის ლან­ძღვით და გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

myquiz