რომელი მოქალაქეები მიიღებენ სახელმწიფოსგან მედიკამენტებს უფასოდ - სრული სია | Allnews.Ge

რომელი მოქალაქეები მიიღებენ სახელმწიფოსგან მედიკამენტებს უფასოდ - სრული სია

საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება.

ხოლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:

  • პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
  • მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან);
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
  • ვეტერანი;პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
  • გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz