რა ქონებას ფლობს ემბერ ჰარდი და შეძლებს თუ არა ის ჯონი დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდას? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ემბერ ჰარდი და შეძლებს თუ არა ის ჯონი დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდას?

ცილისწამების საქმეზე მიმდინარე 6-კვირიანი სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

amber-aquamand-1654193574.webp

ტაბლოიდები ემბერ ჰარდის ქონების ოდენობით დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია, სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ჰარდის ადვოკატმა განაცხადა, რომ ემბერს 15 მილიონის გადახდის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ ისინი სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

ოფიციალურად ცნობილია, რომ ჰარდის წმინდა ქონება 8 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ანგარიშზე მას მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz