რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე | Allnews.Ge

რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე

და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტე­ბი და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და­დას­ტუ­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­სა­უბ­როთ იმ ტესტზე, რო­მე­ლიც "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუსს აღ­მო­ა­ჩენს, ასე­ვე სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა, რომ ჰე­პა­ტი­ტის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს.

"ორი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ბოლო 2 კვი­რა - და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტე­ბი ბავ­შვებ­ში და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ მოზ­რდი­ლებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და­დას­ტუ­რე­ბას.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მზად არის და ალ­ბათ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­სა­უბ­როთ იმ ტესტზე, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩენს "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუსს. ასე­ვე სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა ჰე­პა­ტი­ტის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს“,- აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნავს, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. ამას­თან, გან­მარ­ტავს, რომ თუ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ უფრო მეტ გავ­რცე­ლე­ბას მი­ი­ღებს, მა­შინ აქვს აზრი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას.

"დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ბა­დე­ბუ­ლია 1980 წლამ­დე, მათ­თვის ეს ვირუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, ისი­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ "ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნით“.

ვაქ­ცი­ნის შექ­მნას მა­შინ აქვს აზრი, რო­დე­საც ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ვაქ­ცი­ნის შექ­მნას მა­შინ აქვს აზრი, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია არა 600 და 700 შემ­თხვე­ვა­ზე, არა­მედ ათე­ულ ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვა­ზე. თუ ამ ვირუს­მა უფრო მეტი გავ­რცე­ლე­ბა მი­ი­ღო, მა­შინ აზრი აქვს ვაქ­ცი­ნის შექ­მნას“,- აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

myquiz