რას საქმიანობენ გია ვოლსკის შვილები და მეუღლე, როგორია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა | Allnews.Ge

რას საქმიანობენ გია ვოლსკის შვილები და მეუღლე, როგორია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა

პო­ლი­ტი­კო­სი გია ვოლ­სკი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით უკვე მე­სა­მედ გახ­და. ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი კად­რია, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლავთ.

მისი გა­მოს­ვლე­ბი ხში­რად იმ­სა­ხუ­რებს ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კას, მზე­რა კი ახ­ლა­ხან ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და­უ­წუ­ნა. პო­ლი­ტი­კოს­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "ვოლ­სკის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბაა საკ­მა­რი­სია, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სად არ მი­ი­ღონ, ამ კაცს სა­ხე­ზე აწე­რია, რომ "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი" მარ­თავს..."

284204152-322513863386766-1013215825644101277-n-77230-1654060502.jpg

პო­ლი­ტი­კოს­მა დეკ­ლა­რა­ცია 2021 წელს შე­ავ­სო, სა­დაც მხო­ლოდ მისი მე­უღ­ლე ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და დედა მეგი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მოხ­ვდნენ.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნინო სო­ლო­ღაშ­ვილს 2019 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა 147,13 კვ.მ. ბინა, თბი­ლის­ში წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე.

2003 წელს გი­ორ­გი ვოლ­სკიმ დუ­შე­თის რა­ი­ონ, სო­ფელ ახა­ტან­ში 5 ათას დო­ლა­რად მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე ბინა თბი­ლის­ში ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2018 წელს გა­და­ი­ფორ­მა.

volski1-47948-1654060627.jpg

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს გი­ორ­გი ვოლ­სკის თი­ბი­სი ბან­კის ჩემი სე­ი­ფის ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 369,75 ევრო, 460,6 დო­ლა­რი. "ბან­კი ქარ­თუს" სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე 8780,91 ლარი, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 53,33 ლარი. გი­ორ­გი ვოლ­სკი თი­ბი­სი ბან­კის ვიზა კლა­სიკ ბა­რათ­ზე 135,91 დო­ლა­რი, 4,24 ევრო და 226,49 ლარი.

ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი ბან­კი ქარ­თუ ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 500 ლარი, თი­ბი­სი ბან­კის ჩემი სე­ი­ფის ან­გა­რიშ­ზე 3112,76 ლარი. ტერა ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 352,81 ლარი, ქარ­თუ ბან­კი მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 128,84 ლარი, ტე­რა­ბან­კი ანა­ბარ­ზე 10 000 დო­ლა­რი. თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 6679,99 ლარი, 3,25 დო­ლა­რი. განაგრძეთ კითხვა

myquiz