პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას თანაკლასელების მშობლებმა მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს- რას ედავებიან სამეფო ოჯახს მშობლები?
პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას თანაკლასელების მშობლებმა მათ წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს გაერთიანებული სამეფოს ქვეშევრდომებს ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს კვლავ შეხვდა უკმაყოფილება.
სამხრეთ ლონდონის სკოლის მოსწავლეების მშობლები, სადაც პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა სწავლობენ აღშფოთებულები არიან სამეფო ოჯახის ბავშვების სკოლაში მისვლის ფორმის გამო. სხვა სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, ჯორჯი და შარლოტა სკოლაში მიდიან არა დედასთან და მამასთან ერთად, არამედ დაცვის თანხლებით. ისინი, მისვლისას მთლიანად კეტავენ ტროტუარებს და დანარჩენისთვის გავლა შეუძლებელი ხდება. მშობლებმა ჩათვალეს, რომ ასეთ პირობებისთვის არ იხდიან წელიწადში 24000 ფუნტს და სამეფო ოჯახის ბავშვების წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს.
"მათი დაცვის ჯგუფი რეგულარულად აპარკინგებს, ბლოკავს ბორდიურს, ფეხით მოსიარულეებს უწევთ გზაზე გავლა. არ ვიცი, როგორ ახერხებენ გზის გადაკვეთას ეტლით მოსარგებლეები. ეს ნამდვილი კოშმარია!" - დაწერა ერთ-ერთმა მშობელმა.