"ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს... შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში" - ბიძინა კულუმბეგოვი "მაიმუნის ყვავილზე" და მისი გავრცელების გზებზე | Allnews.Ge

"ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს... შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში" - ბიძინა კულუმბეგოვი "მაიმუნის ყვავილზე" და მისი გავრცელების გზებზე

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ცოტა გა­ურ­კვევ­ლო­ბას ტო­ვებს და მო­ლო­დი­ნის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს - მას დიდი პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა 99%-იანი ალ­ბა­თო­ბით არ შე­უძ­ლია",- ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აღ­ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნას "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ სა­მარ­თა­ვად მზა­ო­ბა უნდა ჰქონ­დეს, ამ დრო­ის­თვის ჩვენ არც ვაქ­ცი­ნა გვაქვს და არც ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი."ჩვენ გვაქვს ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობ­და და გაჩ­ნდა. მსგავ­სია სწო­რედ SARS-CoV-2, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია. არის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობ­დნენ, უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით ახ­დენ­დნენ "აფეთ­ქე­ბას".

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ახ­ლად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი არ არის, მისი გე­ნო­მუ­რი ში­ნა­არ­სი ცნო­ბი­ლია. "ყვა­ვი­ლის“ ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით და­ცუ­ლე­ბი არი­ან "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის­გან“. დღე­ის­თვის, არ­სე­ბობს 2 ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და წამ­ლი­სა და სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს მიერ ნე­ბა­დარ­თუ­ლია. ისი­ნი ყვა­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ ანა­ლო­გი­უ­რი და­ცუ­ლო­ბის და გან­კურ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი აქვთ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­ზე“. რო­დე­საც არის ორი პრე­პა­რა­ტი და ვაქ­ცი­ნა, ეს წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ ორი შტა­მი აქვს ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კუ­ლი, ეს ენ­დე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არა­ენ­დე­მურ არე­ებ­ში გავ­რცელ­და, კერ­ძოდ, 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად არის მა­მა­კა­ცებ­ში, კან­თან ახლო კონ­ტაქ­ტით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, ცხო­ვე­ლებ­თან ან აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია არ­ცერთ მათ­განს არ აქვს.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ცოტა გა­ურ­კვევ­ლო­ბას ტო­ვებს და მო­ლო­დი­ნის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. ადა­მი­ა­ნებ­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია 3 სა­ათ­ზე მეტი 2-მეტ­რი­ა­ნი კონ­ტაქ­ტი, რომ და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. ეს არ არის ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც და­ცე­მი­ნე­ბით გავ­რცელ­დე­ბა, მას დიდი პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა 99%-იანი ალ­ბა­თო­ბით არ შე­უძ­ლია. ქვე­ყა­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მზა­ო­ბა უნდა ჰქონ­დეს, არც ვაქ­ცი­ნა გვაქვს და არც ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს გა­ნა­ცხა­დი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მე­დი­კა­მენ­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

myquiz