აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი და წალენჯიხაში დაწყებული ფერმერობა: ქალი, რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა | Allnews.Ge

აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი და წალენჯიხაში დაწყებული ფერმერობა: ქალი, რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა

რომ არა აფხა­ზე­თის ომი, არა­ვინ იცის, მისი ცხოვ­რე­ბა რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და... მა­რი­ნა რუ­ხა­ია პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, 1993 წლამ­დე სო­ფელ დრან­და­ში, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ომის შე­დე­გად კი, მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მო­უ­წია გა­დას­ვლა.

ორ წე­ლი­წად­ში ოჯახ­მა ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, რათა შვი­ლებს მშობ­ლი­უ­რი ენა არ და­ვი­წყე­ბო­დათ. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ოჯა­ხი წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეწერ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც ნა­თე­სავ­მა ძვე­ლი, ხის პა­ტა­რა ოდა და­უთ­მო. მა­რი­ნამ კი ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში, ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და თან­და­თან ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო.

sopeli9-73273-1653972853.jpg

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ხე­ლახ­ლა შეც­ვლა, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა, ახალ გა­რე­მო­სა და ხალ­ხთან შე­გუ­ე­ბა. მოკ­ლედ, ეწერ­ში დავ­სახ­ლდით. თა­ვი­დან არა­ფე­რი გვქონ­და, არც საკ­მა­რი­სი თეფ­ში, ქვა­ბი და სხვა ჭურ­ჭე­ლი, მო­რი­გე­ო­ბით ვჭამ­დით - ჯერ ბავ­შვე­ბი და მერე მე და ჩემი მე­უღ­ლე. მი­წაც პა­ტა­რა იყო, რად­გა­ნაც აქა­უ­რე­ბი არ ვი­ყა­ვით.

მერე ნელ-ნელა შე­მო­ვი­მა­ტეთ. მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვღო­ბავ­დით. ვი­საც მა­შინ­დე­ლი ჩვე­ნი სახ­ლი ახ­სოვს, იმას, რაც ახლა გვაქვს რომ ნა­ხუ­ლობს, აღ­ნიშ­ნავს - რა პა­ტა­რა იყო და ახლა რა დი­დი­აო. რა უნდა გვექ­ნა, ცხოვ­რე­ბა ითხოვ­და ჩვენს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, გვჭირ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, გავ­ფარ­თოვ­დით და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ტად გა­ვი­შა­ლეთ. რო­გორც იტყვი­ან, "მადა ჭა­მა­ში მო­დი­სო."

sopeli1-74159-1653972865.jpg

- ძრო­ხაც შე­ი­ძი­ნეთ, ხომ?

- ჩემი ორი შვი­ლი და სამი დის­შვი­ლი მყავ­და. ბავ­შვებს ჭამა უნ­დო­დათ. ამი­ტომ, ჩემ­მა ძმამ და დამ თან­ხა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს და ერთი ძრო­ხა ვი­ყი­დეთ. ძრო­ხა არას­დროს მო­მიწ­ვე­ლია, აფხა­ზეთ­ში არ გვყავ­და. იქ მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად მან­და­რინს უვ­ლი­და. ძრო­ხის მოწ­ვე­ლა ერთ-ერთ ადა­მი­ანს ვთხო­ვე და მას­წავ­ლა. ძრო­ხამ მო­იწ­ვე­ლა, მაგ­რამ გაშ­რა, ყო­ველ­თვის ხომ არ იწ­ვე­ლე­ბა?! მერე ჩემს მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, - ერთი არ გვყოფ­ნის, რა­ღაც­ნა­ი­რად იქ­ნებ ხბოც ვი­ყი­დოთ-მეთ­ქი. შე­ვი­ძი­ნეთ და გავ­ზარ­დეთ. ეს იყო 1996 წელი. რთუ­ლი პე­რი­ო­დი, საკ­ვე­ბიც ჭირ­და და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა.

sopeli7-74418-1653972904.jpg

ყველს ვერ ვყი­დუ­ლობ­დით, ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ძვი­რი პრო­დუქ­ტი იყო. მარ­თა­ლია, სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ხელ­ფა­სი 14 ლარი მქონ­და. მერე მხო­ლოდ ყვე­ლი ხომ არ იყო, უამ­რა­ვი რამ გვჭირ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, ხბო რომ გავ­ზარ­დე, ყვე­ლის ამოყ­ვა­ნაც ვის­წავ­ლეთ და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით წა­ვი­და. სა­ქო­ნე­ლიც გამ­რავ­ლდა. ახლა "მშრა­ლო­ბის პე­რი­ო­დი“ აღარ გვაქვს, მთე­ლი წელი იწ­ვე­ლე­ბი­ან. ამ­ჯე­რად 8 ძრო­ხა გვყავს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz