"გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა | Allnews.Ge

"გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

სო­ფე­ლი ზე­ნო­ბა­ნი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­ფე­ლია. ამ სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი მწე­რალ­მა თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბად აქ­ცია... მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი­დან 100 მეტრში კი ცხოვ­რობს ლე­ვან ჭა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლის შემ­დეგ სა­კუ­თარ ფუ­ძე­ზე, თა­ვის მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და მე­ურ­ნე­ო­ბის წა­მო­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა. ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, ერაყ­ში­ცაა ნამ­ყო­ფი და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მძი­მე დღე­ებ­ში წინა ხაზ­ზე იბ­რძო­და. ახლა მე­ურ­ნის ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა და რა­საც დღეს ზე­ნო­ბან­ში აკე­თებს, ეს საქ­მე უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ლე­ვან ჭა­ნიშ­ვი­ლი:

- კი, მე იმ სოფ­ლი­დან ვარ, სა­დაც ნო­დარ დუმ­ბა­ძემ „მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი“ და­წე­რა. ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ნა­ფე­ხუ­რებ­ზე დავ­დი­ვარ. აქვე 100 მეტრშია მწერ­ლის სახ­ლმუ­ზე­უ­მი. მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი და კუ­თხე. აქ ცხოვ­რობ­და ჩემი წი­ნა­პა­რი - ბე­ბია, ბა­ბუა. სად არ ვი­ყა­ვი, რა საქ­მე­ზე არ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ, ზე­ნო­ბა­ნი იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბა და ამან აქე­დან ბო­ლომ­დე წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მომ­ცა. ამ სიყ­ვა­რუ­ლით დავ­ბრუნ­დი და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა. წი­ნაპ­რე­ბი ვახ­სე­ნე, რომ­ლებ­მაც დიდი ენერ­გია ჩა­დეს იმა­ში, რომ ჩემი სო­ფე­ლი მყვა­რე­ბო­და, ამი­ტომ, მათ ხსოვ­ნას­თან პირ­ნა­თე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მიყ­ვარს ფრინ­ვე­ლი, ცხო­ვე­ლი, ნერ­გი, ბუ­ნე­ბა, - კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სოფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ ის წლე­ბი, რაც აქე­დან წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მინ­და, ახლა ავი­ნა­ზღა­უ­რო. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა გა­ვაძ­ლი­ე­რე და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­ტვირ­თე. ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯე. ჯერ­ჯე­რო­ბით ამარ­თლებს.

281837811-1506602529742029-3614748293908700057-n-73625-1653808113.jpg

- რო­დის დაბ­რუნ­დით?

- მე­სა­მე წე­ლია, აქ ვარ. ამა­ში სა­წყის ეტაპ­ზე პან­დე­მი­ა­მაც ხელი შე­მი­წყო. ვხუმ­რობ ხოლ­მე - 20-20-29 თე­ბერ­ვალს ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და ზე­ნო­ბან­ში ჩა­მო­ვე­დი-მეთ­ქი. ასე რომ, ჩემი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით რა­ღა­ცებს თავი მო­ვუ­ყა­რე.

- კი, მრა­ვალ­მხრი­ვი მე­ურ­ნე­ო­ბა გაქვთ. მოდი, სა­უ­ბა­რი მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბით და­ვი­წყოთ...

- ამ კუ­თხით ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა შემ­თხვე­ვით გაჩ­ნდა და ეს მოხ­და ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ აქ ჩა­მო­ვი­დო­დი... ერთ-ერთ რეკ­ლა­მა­ში ვნა­ხე, 100-ცა­ლი­ა­ნი ინ­კუ­ბა­ტო­რი იყი­დე­ბო­და. მა­შინ ეს სი­ახ­ლე იყო, რად­გა­ნაც აქ მა­სობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და ასე­თი ინ­კუ­ბა­ტო­რე­ბი, უმე­ტე­სად კუს­ტა­რუ­ლად აწყობ­დნენ. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აქ იყ­ვნენ, შე­მე­ძი­ნა და მათ­თვის ჯაფა შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. დე­და­მაც ამ საქ­მეს კარ­გად აუღო ალღო. მერე ახალ­გა­მო­ჩე­კილ­მა წი­წი­ლებ­მა ჩვენ­გან იმის ცოდ­ნა მო­ი­თხო­ვა, ზრდას­რულ ასა­კამ­დე რო­გორ მიგ­ვეყ­ვა­ნა.

275653723-656583268945711-331521194440096551-n-73655-1653808150.jpg

დე­დას შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რით, მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ვაწ­ვდი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად სწორ გზა­ზე და­მა­ყე­ნა, წი­წი­ლე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო პატ­რო­ნო­ბა მარ­ტი­ვად შეგვძლე­ბო­და. ეს იყო მათი კვე­ბა, თუ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა. ამა­სო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა მეც და­მიგ­როვ­და. ამას და­ემ­თხვა ის, რომ ჩემი ში­ნა­გა­ნი ძა­ხი­ლი სო­ფელ­ში წა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მომ­წიფ­და (4 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი, რად­გა­ნაც ოჯა­ხი თბი­ლის­ში რჩე­ბო­და, მე­უღ­ლე მუ­შა­ობს, ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ. ისი­ნი იქ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე აქეთ, ამი­ტომ იყო ფსი­ქო­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბიც). მოკ­ლედ, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ ფრინ­ვე­ლე­ბის სა­კი­თხში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz