"დეკანოზი არის შშმ პირი და უჭირს გადაადგილება..." - რა განმარტებას აკეთებს საპატრიარქო სასულიერო პირის მიერ ტაძარში გადახდილ იუბილეზე? | Allnews.Ge

"დეკანოზი არის შშმ პირი და უჭირს გადაადგილება..." - რა განმარტებას აკეთებს საპატრიარქო სასულიერო პირის მიერ ტაძარში გადახდილ იუბილეზე?

სა­პატ­რი­არ­ქო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტა­ძარ­ში გაშ­ლი­ლი სუფ­რაა აღ­ბეჭ­დი­ლი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ საქ­მე ეხე­ბო­და დე­კა­ნოზ მარ­ტი­ნე ლომ­თა­ძეს, რო­მელ­საც მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცა.

"გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის მიტ­რო­პო­ლიტ გი­ორ­გის (შა­ლამ­ბე­რი­ძე) გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დებ­ზე გავ­რცელ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ უხ­დის მრევ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირს და­ბა­დე­ბის დღეს ტა­ძარ­ში ტორ­ტით, მუ­სი­კი­სა და ხმა­უ­რის თან­ხლე­ბით.

სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის ეპარ­ქი­ის სო­ფელ სიქთარ­ვის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს, დე­კა­ნოზ მარ­ტი­ნე ლომ­თა­ძეს.

მას­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, დე­კა­ნოზს ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რის­გან მი­ე­ცა მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა. თუმ­ცა აქვე გა­მო­იკ­ვე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს.

კერ­ძოდ: დე­კა­ნო­ზი მარ­ტი­ნე ლომ­თა­ძე 15 წელ­ზე მე­ტია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი შე­ნიშ­ვნა არ მი­უ­ღია, არც რა­ი­მე გა­დაც­დო­მა და უჯე­რო საქ­ცი­ე­ლი ჩა­უ­დე­ნია, რის გა­მოც გა­კი­ცხვის ან დას­ჯის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბო­და. უფრო მე­ტიც, რე­პუ­ტა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი ეპარ­ქი­ა­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ღვთის­მსა­ხუ­რი. გარ­და ამი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ დე­კა­ნო­ზი დი­ა­ბე­ტი­ა­ნია.

ამის გამო იგი არის შშმ პირი, მოკ­ვე­თი­ლი აქვს ფე­ხის თი­თე­ბი, უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბა. ტა­ძარ­თან კი, სა­დაც მამა მარ­ტი­ნე მსა­ხუ­რობს, არ არის არც მღვდლის­თვის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი ან ცალ­კე რა­ი­მე ნა­გე­ბო­ბა.

სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი გახ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაც­დო­მი­სა და ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის გაშ­ლის მი­ზე­ზი.რა თქმა უნდა, ასე­თი ფაქ­ტი ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი და ცალ­სა­ხად გა­დაც­დო­მაა. თა­ვის მხრივ, მო­ძღვა­რიც ნა­ნობს ამ საქ­ცი­ელს. თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ის, რაც შემ­დეგ ამ ფაქტს მოჰ­ყვა, არა­ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლია.

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­სა და მრევლს, სუფ­რის გაშ­ლი­სა და ტორ­ტით მი­ლოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ტა­ძარ­ში ღრე­ო­ბა არ გა­უ­მარ­თავთ. ვი­დე­ოს მუ­სი­კა და სხვა­დას­ხვა ეფექ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თვამ­დე და­ა­დეს და ისე გა­ავ­რცე­ლეს, რა­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ძა­გე­ბა, აბუ­ჩად აგ­დე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მოჰ­ყვა. ეს კი არა­ნაკ­ლე­ბი სიმ­ძი­მის და­ნა­შა­უ­ლია, ვიდ­რე ტა­ძარ­ში მომ­ხდა­რი გა­დაც­დო­მა.ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz