"პანიკის საფუძველი არ არის... ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს" - ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

"პანიკის საფუძველი არ არის... ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ გან­გა­შის სა­ფუძ­ველს არ წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძე დას­ძენს, რომ ინ­ფექ­ცია ადა­მი­ა­ნებს შო­რის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გზით ვრცელ­დე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით, ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ნივ­თებ­თან შე­ხე­ბი­სას. ინ­ფექ­ცი­ას სა­წყის ეტაპ­ზე ცხე­ლე­ბა და გა­მო­ნა­ყა­რი ახა­სი­ა­თებს.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" ახა­ლი ვირუ­სი არ გახ­ლავთ, 1970 წელს არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ორ­თო­პოქსვირუ­სე­ბის გვარს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ინ­ფექ­ცია აფ­რი­კის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე ვრცელ­დე­ბო­და. მისი დიდი ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბი აღ­წე­რი­ლი არ გახ­ლავთ. ის უფრო მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არის, ვიდ­რე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყვა­ვი­ლი. დღე­ის­თვის არ­სე­ბობს "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ორი ფორ­მა, კერ­ძოდ, და­სავ­ლეთ აფ­რი­კის და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის, ე.წ. კონ­გოს აუ­ზის. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ე.წ. კონ­გოს აუ­ზის, რომ­ლის ლე­ტა­ლო­ბა 5-6%-მდე მერ­ყე­ობს. და­სავ­ლეთ აფ­რი­კის კი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია. "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ძი­რი­თა­დად გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი 5-დან 21-დღემ­დეა, ძი­რი­თა­დად 7-14 დღის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლე­ნით.

ინ­ფექ­ცია ძი­რი­თა­დად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. ახლა გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ფიქ­სირ­და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც. 100-მდე შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, სიკ­ვდი­ლი კი არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მეტი ეს­პა­ნეთ­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ინ­ფექ­ცია გა­და­დის რო­გორც წვე­თო­ვა­ნი, ისე სქე­სობ­რი­ვი გზით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის შე­ხე­ბით, ამი­ტომ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რიგი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვა. 1980 წლე­ბამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლებს, ვი­საც გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყვა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა, მათი იმუ­ნი­ტე­ტი "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს. ეს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გაძ­ლი­ერ­დეს. ჩვენ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაქ­ვეყ­ნებთ, თუ რო­გორ უნდა მი­ვი­ტა­ნოთ ეჭვი "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­ზე“. სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ­ში და­იგ­ზავ­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა. ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი არის ცხე­ლე­ბა და გა­მო­ნა­ყა­რი, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ე.წ. მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სად არის. ჩვენ მივ­ყვე­ბით ჯან­მოს, ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ან­თე­ბუ­ლი არ არის. სა­უ­ბა­რია, რომ მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ვირუს­ზე. სა­პა­ნი­კო არ გახ­ლავთ, მზად­ყოფ­ნა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

myquiz