როგორ შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია საქართველოში | Allnews.Ge

როგორ შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია საქართველოში

საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე სამშენებლო კომპანიების დიდი არჩევანია. ყოველწლიურად ქვეყანაში ბარდება ათეულობით ათასი აპარტამენტი, რომელიც მაღალშემოსავლიან ბიზნესად იქცა.

რაც შეეხება ფასებს?

2022 წლის მარტიდან მაისამდე პირველად ბაზარზე დედაქალაქში კვადრატული მეტრის ღირებულება გაიზარდა 3,33 % -ით - 840 -დან 868 აშშ დოლარამდე. ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება ჯერ ჯერობით ნაკლებია ვიდრე თბილისში, თუმცა ამ ქალაქშიც ფიქსირდება ბინებზე ფასების ზრდა - 2022 წლის მარტში სამშენებლო კომპანიები ითხოვდნენ დაახლოებით 756 აშშ დოლარს 1 კვ.მ-ში, მაისში კი 784 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე 3 თვის მანძილზე ღირებულება გაიზარდა 3,7 %-ით.

სამშენებლო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები

საქართველოს მშენებარე პროექტების ბაზარი გამჭვირვალეა. საცხოვრებლის შეძენა დეველოპერებთან ბათუმში და თბილისში მშენებლობის საწყის ეტაპზეც კი საკმაოდ უსაფრთხოა.

დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 100-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია საცხოვრებელი სახლების აგებით. სამშენებლო კომპანიების ასეთი მრავალფეროვნება თბილისში, ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ქმნის ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც იჭერს საცხოვრებელზე ფასების მკვეთრ ზრდას.

ბოლო წლების მანძილზე შეიმჩნევა ახალი სამშნებლო კომპანიების რაოდენობის ზრდა, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ გამოცდილება და ჩამოყალიბებული რეპუტაცია. დეველოპერების ასეთი მრავალფეროვნების შორის ინვესტორს უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება და მას შეუძლია გამოტოვოს ნამდვილად მომგებიანი შემოთავაზება.

სამშნებლო კომპანიის ძიებასა და შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

ექსპლუატაციაში მიღებული პროექტების რაოდენობაგამოხმაურება პროფილურ ფორუმებზე მშენებლობის დასრულებისთვის გარანტირებული კაპიტალის არსებობაგანვადების და იპოთეკური დაკრედიტების არსებობაფასდათმობა სრული ერთიანი გადახდის შემთხვევაშიარ იქნება ურიგო ტიპიური ხელშეკრულების შეფასება იურისტთან. აგრეთვე აუცილებელია გაეცნოთ ინფორმაციას ორგანიზაციის პარტნიორების შესახებ. სასურველია თუ პარტნიორებს შორის იქნებიან უცხოელი ინვესტორები, მსხვილი კომპანიები ან სახელმწიფო ბანკები.

სამშენებლო კომპანიებთან საუბრისას არ დაგავიწყდეთ დააზუსტოთ მშენებლობის ტექნოლოგია, მისი ენერგოეფექტურობა და კეთილმოწყობის შესახებ ინფორმაცია.

სამშენებლო კომპანიების რომელი პირობებია მიუღებელი

შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე პუნქტი, რომელთა არსებობა მოწმობს, რომ უნდა ეძებოთ სხვა დეველოპერი:

არ არსებობს სწორად გაფორმებული ხელშეკრულება;კომპანია არ იძლევა არავითარ გარანტიებს ობიექტზე;მხოლოდ სრული 100%-იანი გადახდა ჯერ კიდევ მშენებარე სახლზე;კომპანიის შესახებ არ მოიპოვება ინფორმაცია პროფილურ ვებ-გვერდებზე;ბინების საეჭვოდ დაბალი ფასები;არაპროფესიონალი თანამშრომლები;

სად მოვიძიოთ ბათუმის და თბილისის დეველოპერების სრული ნუსხა

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სამშენებლო კომპანიების შესახებ არსებული შეფასებების ნდობა არ შეიძლება, სასურველია შეაგროვოთ სრული ინფორმაცია გადამოწმებული და ავტორიტეტული წყაროებიდან, ისეთი როგორიცაა ვებ-გვერდი korter.ge.

მის ბაზაში არის არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსები, არამედ თბილისის, ბათუმის და საქართველოს სხვა ქალაქების ყველა სამშენებლო კომპანიები. წარმოდგენილი ინფორმაცია საშუალებას აძლევს ინვესტორს მიიღოს სრული მონაცემები შერჩეული სამშენებლო კომპანიის შესახებ, გაეცნოს მის პროექტებს და აქტუალურ ფასებს.

კარგია თუ ბინის პოტენციურ მყიდველს შეუძლია პირადად ეწვიოს სამშნებელო კომპანიების ოფისებს, გაესაუბროს მათ წარმომადგენლებს და ეწვიოს სამშენებლო მოედანს. თუ კი ასეთი შესაძლებლობა არ არის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია უცხოელი ინვესტორებისთვის, დამატებითი კონსულტაციების მისაღებად შეიძლება მიმართოთ Korter -ის უძრავი ქონების მენეჯერს, თუ შეავსებთ განაცხადს სამშენებლო კომპანიის გვერდზე.

(R)

myquiz