"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილსა" და ვირუსის შეჩერების გზებზე | Allnews.Ge

"შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია ეპიდემიის სახე მიიღოს" - რას აცხადებს პაატა იმნაძე "მაიმუნის ყვავილსა" და ვირუსის შეჩერების გზებზე

თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში ყვა­ვი­ლის გა­ჩე­რე­ბა არ არის ძა­ლი­ან ძნე­ლი, იმი­ტომ რომ ისე­თი გა­დამ­დე­ბი არ არის, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვირუ­სი იყო - ალ­ბათ, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ არ მგო­ნია დიდი ეპი­დე­მი­ის სახე მი­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ახა­ლი არ არის და ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ყვა­ვი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს და ის “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­ზეც“ საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია.

“ყვა­ვილ­ზე აცრა 1980 წლის მერე დე­და­მი­წა­ზე აღარ ხდე­ბა. ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუ­სის­გა­ნაც საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად იცავს. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ეს ვაქ­ცი­ნა არ­სე­ბობს, მსოფ­ლი­ოს მისი წარ­მო­ე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, ასე რომ დიდ გარ­თუ­ლე­ბებს არ ველი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

NCDC-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თქმით, "მა­ი­მუ­ნის ვირუ­სი“ ძი­რი­თა­დად აფ­რი­კა­ში არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მისი ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კუ­ლი და და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი.

იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც უფრო მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ვიდ­რე ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 100-მდე შემ­თხვე­ვი­დან მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არც ერთი ყო­ფი­ლა.

"აფ­რი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­სავ­ლეთ-აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტის ლე­ტა­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 1%-ია, იმი­ტომ რომ იქ პრაქ­ტი­კუ­ლად, სულ არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი. ცოტა უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ცენ­ტრა­ლურ-აფ­რი­კულ ვა­რი­ანტს ახა­სი­ა­თებს. იქ ლე­ტა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, 10%-მდეც ადი­ო­დეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, 100-მდე შემ­თხვე­ვი­დან, რაც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, არც ერთი არ ყო­ფი­ლა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, არც ერთი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას. მთე­ლი მსოფ­ლიო, ჩემი კო­ლე­გე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში ვართ,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავს და­ა­ვა­დე­ბებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა "კარ­გად არის აწყო­ბი­ლი“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­ში­ში არა­ფე­რია და ამ დრო­ის­თვის, "გან­გა­შის სიგ­ნა­ლი“ იმ ქვეყ­ნებ­შიც კი არ არის ჩარ­თუ­ლი, სა­დაც ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­და.

"შიში არა­სო­დეს არ არის კარ­გი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, სა­ში­ში ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი არ არის. 2 დღის წინ დავ­ბრუნ­დი ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან. იქ სა­დაც ბევ­რი შემ­თხვე­ვე­ბია ევ­რო­პა­ში - იგი­ვე ეს­პა­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იქაც კი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით გან­გა­შის მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი ჩარ­თუ­ლი. არა­ფე­რი ახა­ლი არ არის. მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი 70-იან წლებ­ში არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

რო­დე­საც დე­და­მი­წა­ზე "ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყვა­ვი­ლის“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მო­ფხვრა მოხ­და, იმ წლებ­ში წა­მო­ყო სხვა­დას­ხვა ყვა­ვი­ლებ­მა/ნა­თე­სავ­მა ვირუ­სებ­მა თავი. მა­გა­ლი­თად, ეს იყო "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“, "ძრო­ხის ყვა­ვი­ლი“ და სხვა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყვა­ვი­ლის კი­დევ ერთი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მელ­საც "ახ­მე­ტა ვირუ­სი“ ვუ­წო­დეთ, რად­გან მთის სა­ძოვ­რებ­ში, მწყემ­სებ­ში და­დას­ტურ­და. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა კარ­გად გვაქვს აწყო­ბი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ძრო­ხის ყვა­ვი­ლი“ ყო­ველ­წლი­უ­რად არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ, 1-2 შემ­თხვე­ვა ყო­ველ­თვის არის. "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა, იმე­დია არც ახლა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ მზად­ყოფ­ნა გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

myquiz