Balenciaga-ს "დახეული" ფეხსაცმლის ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი? | Allnews.Ge

Balenciaga-ს "დახეული" ფეხსაცმლის ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი?

ძვირადღირებული ბრენდის, Balenciaga-ს ფეხსაცმელი, რომელსაც ძველის, დახეულისა და ჭუჭყიანის ეფექტი აქვს, სულ უფრო პოპულარული ხდება.

"ბა­ლენ­სი­ა­გამ“ ახა­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით - Paris Sneaker ცოტა ხნის წინ წა­რად­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" Demnagram აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მისი შე­ძე­ნა ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

large-726176w3rcd9010-f-1653289743.jpg

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ის ტა­ლახ­ში ამოს­ვრილ და გაც­ვე­თილ ფეხ­საც­მელს შე­ა­და­რა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ფეხ­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დემ­ნას­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი უსახ­ლკა­რო, ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ეს დი­ზა­ი­ნე­რის მცდე­ლო­ბაა, რომ ისე­თი სა­მო­სი, რო­გო­რე­ბიც ამ ადა­მი­ა­ნებს აც­ვი­ათ, ტრენ­დად და მო­დის მთა­ვარ ტენ­დენ­ცი­ად აქ­ცი­ოს.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ფეხსაცმელების ფასი შესამჩნევად გაიზარდა და 1 450 ევროს მიაღწია.

large-726176w3rcd9010-j-1653289756.jpg

large-726176w3rcd1010-f-1653289721.jpg

myquiz