"და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვებ­ში, ორ­სუ­ლებ­ში და იმუ­ნო­სუპ­რე­სი­რე­ბულ პი­რებ­ში"- რას წერს ინფექციონისტი "მაიმუნის ყვავილზე"? | Allnews.Ge

"და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვებ­ში, ორ­სუ­ლებ­ში და იმუ­ნო­სუპ­რე­სი­რე­ბულ პი­რებ­ში"- რას წერს ინფექციონისტი "მაიმუნის ყვავილზე"?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი ეპი­დე­მი­ის, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" შე­სა­ხებ წერს. მისი თქმით, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი ჰგავს ყვა­ვი­ლის სიმპტო­მებს, თუმ­ცა უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თა­ნა­ვე, ვირუ­სი შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვებ­ში, ორ­სუ­ლებ­ში და იმუ­ნო­სუპ­რე­სი­რე­ბულ პი­რებ­ში.

"მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ამ­ჟა­მად ბევ­რი კი­თხვაა.ეს არ არის ახა­ლი ინ­ფექ­ცია, ად­რეც იყო, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბა იშ­ვი­ა­თი იყო და შემ­თხვე­ვე­ბი ან აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში რე­გის­ტრირ­დე­ბო­და, ან ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის გა­რეთ, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბო­და აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ცხო­ვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ აფეთ­ქე­ბას, რო­მე­ლიც და­ი­წყო 13 მა­ი­სი­დან, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ შემ­თხვე­ვე­ბი რე­გის­ტრირ­დე­ბა ევ­რო­პა­ში, აშშ-ში და კა­ნა­და­ში და ისი­ნი არ უკავ­შირ­დე­ბა აფ­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ცხო­ვე­ლებს. დღემ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 92 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და 28 სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა 12 ქვე­ყა­ნა­ში (ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, აშშ, კა­ნა­და). აფ­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია კონ­გო­ში (1 იან­ვრი­დან 1 მა­ი­სამ­დე 1238 შემ­თხვე­ვა).

სა­დღე­ი­სოდ არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ზო­გა­დად და­ა­ვა­დე­ბის ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი შტა­მის­თვის არის 3.6%, ხოლო მე­ო­რე შტა­მის - 10.6%. და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვებ­ში, ორ­სუ­ლებ­ში და იმუ­ნო­სუპ­რე­სი­რე­ბულ პი­რებ­ში. სიმპტო­მე­ბი გავს ყვა­ვი­ლის სიმპტო­მებს, თუმ­ცა უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­სა­წყის­ში ახა­სი­ა­თებს გრი­პის­მაგ­ვა­რი სიმპტო­მე­ბი: ცხე­ლე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა.

1-3 დღე­ში ვი­თარ­დე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც იწყე­ბა სა­ხი­დან და ვრცელ­დე­ბა სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ზეც, მათ შო­რის ხე­ლის და ფე­ხის­გუ­ლებ­ზეც. გა­მო­ნა­ყა­რი ჯერ კვან­ძო­ვა­ნია, შემ­დეგ ხდე­ბა ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი, მღვრიე შიგ­თავ­სით. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვი­თარ­დე­ბა ფუფხე­ბი და ცვი­ვა. გა­და­ცე­მა სიმპტო­მუ­რი ადა­მი­ა­ნი­დან ხდე­ბა წვე­თე­ბის და სხვა­დას­ხვა ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტის გზით.

monkeypox-1653289004.jpg

ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია 6-13 დღე (შე­იძ­ლე­ბა 21 დღემ­დეც). დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა PCR მე­თო­დით. გა­დამ­ტა­ნად გვევ­ლი­ნე­ბა მღრღნე­ლე­ბი და პრი­მა­ტე­ბი. და­ა­ვა­დე­ბა პირ­ვე­ლად 1958 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­ი­მუ­ნებ­ში და სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან მო­დის. 1970 წელს პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა კონ­გო­ში.მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით კი­დევ მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ჩუ­ტყვა­ვი­ლას­თან. ამი­ტომ ჩუ­ტყვა­ვი­ლას ვაქ­ცი­ნა ამ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ და­ი­ცავს. ეს ორი, სრუ­ლი­ად, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ვირუ­სია. ლა­პა­რა­კია არა ჩუ­ტყვა­ვი­ლას, არა­მედ ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მე­ლიც 80-იან წლე­ბამ­დე კეთ­დე­ბო­და და შემ­დეგ ყვა­ვი­ლის ერა­დი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აღარ ხდე­ბა.ეს გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია ინ­გლი­სუ­რი ტერ­მი­ნე­ბის - chickenpox (ჩუ­ტყვა­ვი­ლა) და smallpox (ყვა­ვი­ლი) მსგავ­სე­ბამ." - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი "ფე­ის­ბუქ­ში".

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი” ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ვლინ­დე­ბა.

Sky News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის “მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას” მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ელი­ან.

808x454-cmsv2-7586d80a-9a22-5fa5-9867-824ced916000-6689312-1653289013.jpg

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (UKHSA) წარ­მო­მად­გენ­ლის, სუ­ზან ჰო­პ­კინ­სის ცნო­ბით, ეპი­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის ერთ მოვ­ლე­ნას­თან “აშ­კა­რა კავ­ში­რი” არ არ­სე­ბობს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი” აფ­რი­კის გა­რეთ იშ­ვი­ა­თად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ­რამ ახლა ევ­რო­პა­ში 92 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ხოლო ჩრ. ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში კი­დევ 28 სა­ეჭ­ვო ინ­ფექ­ცი­აა. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა “შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია”. ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს, ის­რა­ელ­მა და შვე­ი­ცა­რი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ა­დას­ტუ­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბელ­გი­ამ, მას შემ­დეგ, რაც “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის” 4 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქვე­ყა­ნა­ში, შე­მო­ი­ღო 21 - დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი მათ­თვის, ვინც ინ­ფექ­ცი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ცნო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად მა­ი­მუ­ნებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა მჭიდ­რო ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტით - მათ შო­რის, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გზით გა­და­ე­ცეს.

myquiz