"როდესაც ტელეფონში 1200 დოლარიანი „ბოტასი“ გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ, ესე იგი რაღაც წესრიგში ვერ არის" - რას აცხადებს ოთო აბესაძე? | Allnews.Ge

"როდესაც ტელეფონში 1200 დოლარიანი „ბოტასი“ გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ, ესე იგი რაღაც წესრიგში ვერ არის" - რას აცხადებს ოთო აბესაძე?

არსებობს აპლიკაცია, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ სიარულით ფული გამოიმუშაონ. stepn-ის აპლიკაციას ეკონომიკის ლექტორი, პროფესორი ოთო აბესაძე ეხმაურება.

„ბევრმა მკითხა აზრი ე.წ „ბოტასით“ ფულის გამომუშავების შესახებ. მოდი ასე გეტყვით, როდესაც ტელეფონში 1 200 დოლარიანი „ბოტასი“ გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ, ესე იგი რაღაც წესრიგში ვერ არის.

არცერთი ბიზნესი დედამიწაზე არ შექმნილა იმის გამო, რომ ფული იშოვოს „ყველამ“. ფინანსური პირამიდები იხვეწება (მარტივი გამდიდრების სურვილით შეპყრობილების ხარჯზე) ვისაც არ გახსოვთ რა არის Q NET დასერჩეთ და ნახავთ. 5-6 წლის წინ მისი ბუმი იყო საქართველოში. იმუშავეთ 25 საათი კვირაში 8 დღე, ატრიალეთ იდეები, შექმენით ახალი, იფიქრეთ სულ და მერე მართლა იყიდით 1 200 დოლარიან ბოტასს, ოღონდ ნამდვილს.“ - აცხადებს აბესაძე.

myquiz