"ლუკა 4 წლის იყო, დედა ავარიით რომ დაეღუპა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს 5 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა | Allnews.Ge

"ლუკა 4 წლის იყო, დედა ავარიით რომ დაეღუპა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს 5 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 5 წლის ლუკა ვერც კი იფიქ­რებ­და, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­იც­ნობ­და და შე­იყ­ვა­რებ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ლი­ლოს ბაზ­რო­ბი­დან და­ი­წყო, როცა ბე­ბი­ამ ლუკა ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­ყიდ­ლად წა­იყ­ვა­ნა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნამ ბე­ბი­ას ბურ­თის ყიდ­ვა სთხო­ვა, მათი სა­უ­ბა­რი კე­თილ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა გა­ი­გო­ნა და ლუ­კას ბურ­თი თა­ვად უყი­და, მის­მა მე­უღ­ლემ კი ვი­დეო გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა. 5 წლის ბი­ჭუ­ნას გულ­წრფელ­მა ემო­ცი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა.

იხილეთ ვიდეო

"ლი­ლო­ში წა­ვიყ­ვა­ნე ლუკა, ფეხ­საც­მლის სა­ყიდ­ლად. ბურ­თი რომ და­ი­ნა­ხა ვი­ყი­დო­თო, მი­თხრა, ისე­დაც სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ბურ­თი მი­ყი­დეო. ჯერ ფეხ­საც­მე­ლი ვი­ყი­დოთ და შემ­დეგ ბურ­თი-თქო, ვუ­თხა­რი. ამ სა­უ­ბარ­ში ვი­ყა­ვით რომ ახალ­გაზ­რდა წა­მოგ­ვე­წია. ბი­ძია, აქ გა­ჩერ­დი ამ წუთ­ში მო­გი­ტან ბურთსო. თავი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი. ლუკა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო,“ - ამ­ბობს ლუ­კას ბე­ბია, იზოლ­და ყი­ა­საშ­ვი­ლი.

ლუკა 14 წლის დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობს. ბი­ჭუ­ნა 4 წლის იყო, როცა დედა ავ­ტო­ა­ვა­რი­ით გარ­და­ეც­ვა­ლა, მამა უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მუ­შა­ობს და შვი­ლებს ვერ ეხ­მა­რე­ბა. ობ­ლად დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებ­ზე ბე­ბია ზრუ­ნავს. მათი ოჯა­ხის ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კი მხო­ლოდ ბე­ბი­ის პენ­სია და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა.

280658156-398639492127057-8818695997431106036-n-81307-1653117176.jpg

"ჩემი შვი­ლი გა­სუ­ლი წლის, 31 ოქ­ტომ­ბერს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლუ­კას და, მა­რი­ა­მიც მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თავ­ზე 28 ნა­კე­რი აქვს. მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბაც მძი­მე იყო. ჩემი შვი­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა" - ამ­ბობს იზოლ­და ყი­ა­საშ­ვი­ლი.

ლუ­კას ბე­ბი­ის თქმით, სა­ნამ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო შვი­ლებს არა­ფერს აკ­ლებ­და, თუმ­ცა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მათ ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ლუკა პა­ტა­რა იყო, როცა დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, დღემ­დე ახ­სოვს და დღე არ გავა რომ არ გა­იხ­სე­ნოს.

"ამ ტრა­გე­დი­ამ­დე ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი შვი­ლებს არა­ფერს აკ­ლებ­და, მაგ­რამ ახლა გაგ­ვი­ჭირ­და. ლუკა დე­დას სულ ახ­სე­ნებს, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, იცის, რომ დედა ზე­ცი­დან უყუ­რებს“ - ამ­ბობს AMBEBE GE- სთან სა­უბ­რი­სას ლუ­კას ბე­ბია.

280873384-772907220752115-9148962923885202398-n-81318-1653117196.jpg

მას შემ­დეგ რაც ლუ­კას ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ლუკა სა­ჩუქ­რებს ყო­ველ­დღე იღებს, რის გამო ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბა უხ­დის.

"ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, ვინც სა­ჩუქ­რებს მჩუქ­ნით. დიდი მად­ლო­ბა, გკოც­ნით ყვე­ლას, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ“ - ამ­ბობს 5 წლის ლუკა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ მი­თი­თე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე: GE32BG0000000243148000 - წი­ქო­რია გვან­ცა.

myquiz