რა ვირუსები გავრცელდა ბავშვებში ბოლო დროს? - პედიატრი "ახალ ვირუსზე" გავრცელებულ ინფორმაციასა და სტატისტიკაზე | Allnews.Ge

რა ვირუსები გავრცელდა ბავშვებში ბოლო დროს? - პედიატრი "ახალ ვირუსზე" გავრცელებულ ინფორმაციასა და სტატისტიკაზე

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებ­ში რა­ღაც ახა­ლი ტი­პის ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამის შე­დე­გად კლი­ნი­კე­ბი სავ­სეა პა­ცი­ენ­ტე­ბით. AMBEBI.GE ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორს, პრო­ფე­სორ მაია ჩხა­ი­ძეს ესა­უბ­რა:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ სე­ზონს ვირუ­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ახა­სი­ა­თებს, რო­მე­ლიც სე­ზო­ნუ­რად ვრცელ­დე­ბა და მათ სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი ეწო­დე­ბა. ამით გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ეს გა­ზა­ფხუ­ლი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომიკ­რო­ნის შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი. ომიკ­რო­ნის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა კი იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ ტეს­ტი­რე­ბაც აღარ ხდე­ბა და სხვა ვირუ­სებ­მა და­ი­წყო პრე­ვა­ლი­რე­ბა.

კლი­ნი­კა­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 40-45 პა­ცი­ენ­ტი შე­მო­დის. აქე­დან ზოგი ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ფი­ლის არის, უმე­ტე­სო­ბას, ამ შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან, არ სჭირ­დე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა, თუმ­ცა ნა­წი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი შემ­თხვე­ვაა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­ცი­ტი­ა­ლუ­რი ვირუ­სით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ბრონ­ქი­ო­ლი­ტე­ბი.

ამ წუთ­საც ჩვი­ლებ­ში 18 პა­ცი­ენ­ტი გვი­წევს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრონ­ქი­ო­ლი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვი­ლებს ამოხ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ. ამი­ტომ ეს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მათ­თან მძი­მედ და ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­თი ბავ­შვე­ბი ნამ­დვი­ლად გვი­წევს. ნა­წი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, ნა­წი­ლი - გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ამ წუ­თას გვყავს 18 ბრონ­ქი­ო­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი.

გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო. და­ნარ­ჩე­ნი ნაწ­ლა­ვუ­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია, ზო­გა­დად, ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა.

რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ისე­ვე რო­გორც სხვა დროს იყო, იგი­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის არის. მაგ­რამ ის, რომ რა­ი­მე ახა­ლი ვირუ­სია აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ამით ბავ­შვე­ბი ავად­დე­ბი­ან, ასე­თი რამ არ არის. ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი რომ იყოს, ამას ეი­სი­დი­სიც გა­მო­ა­ცხა­დებ­და.

- მშობ­ლე­ბი ასე­ვე შფო­თა­ვენ იმ 460 შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ადე­ნო­ტი­პის ვირუ­სით და­ფიქ­სირ­და...

- ეს ზო­გა­დად ვირუ­სია და ჰე­პა­ტიტს არ იწ­ვევს. ადე­ნო­ვირუ­სის 41-ე სე­რო­ტი­პია და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აქე­დან 11 სიკ­ვდი­ლით დამ­თავ­რდა. რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ტი­პის ვირუ­სი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ ყო­ფი­ლა და არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არის მო­საზ­რე­ბაც, რომ ბევრ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ვირუ­სიც იყო კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან და იმ ბავ­შვე­ბის ნა­წილს ჰქონ­და რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი, ამავდრო­უ­ლად ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია.

არის მო­საზ­რე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ადე­ნო­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­ში რა­ღაც პრო­ვო­ცი­რე­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ვირუ­სი უკე­თებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი მო­საზ­რე­ბაა, თუმ­ცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ამა­ზე ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

- რაც შე­ე­ხე­ბა შემ­ცი­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბას...

- პი­სი­ა­რი არ კეთ­დე­ბა და კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი. შემ­თხვე­ვე­ბიც იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ კვი­რა­ში ერთხელ ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა 15 მარ­ტის შემ­დეგ კო­რო­ნა­ვირუსს ვე­ღარ ვი­ღებთ, არ გვაქვს ამის უფ­ლე­ბა. აღარ ვართ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მიმ­ღე­ბი კლი­ნი­კა. ახლა ვართ ისე­თი­ვე მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი, რო­გორც პან­დე­მი­ამ­დე ვი­ყა­ვით. მაგ­რამ თუ ჩვენ­თან მწო­ლი­ა­რე პა­ცი­ენტს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­დას­ტურ­დე­ბა, იზო­ლი­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვმარ­თოთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან შე­მო­სულ პა­ცი­ენტს ეს ინ­ფექ­ცია არ და­დას­ტუ­რე­ბია.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

myquiz