ვინ არის პუტინის ქალიშვილის რჩეული გვარად ზელენსკი, რომელიც თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა? - რას წერს მსოფლიო მედია მისი და დიქტატორის ქალიშვილის ურთიერთობაზე? | Allnews.Ge

ვინ არის პუტინის ქალიშვილის რჩეული გვარად ზელენსკი, რომელიც თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა? - რას წერს მსოფლიო მედია მისი და დიქტატორის ქალიშვილის ურთიერთობაზე?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­სავ­ლე­თის­კენ იყუ­რე­ბა, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს უწო­დებს, რე­ა­ლუ­რად კი მისი მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა თა­ვის რჩე­ულ იგორ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად ბოლო წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

2019 წლის 9 დე­კემ­ბერს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი მი­უნ­ხე­ნი­დან ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტის VIP ტერ­მი­ნალ­ში უჩ­ვე­უ­ლო მგზავ­რე­ბით და­ეშ­ვა. თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სამი სა­ი­დუმ­ლო თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ორი ძიძა, ცნო­ბი­ლი ბა­ლე­ტის მო­ცეკ­ვა­ვე და მისი კომ­პა­ნი­ო­ნი საყ­ვა­რე­ლი ქალი, თა­ვის ორი წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად.

screenshot-1-56248-1653023417.png

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გო­გო­ნას დედა ხში­რად დაფ­რი­ნავ­და მოს­კო­ვი­დან მი­უნ­ხენ­ში. ის რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, ქა­ლიშ­ვი­ლის მამა კი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ბა­ვა­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლია იგორ ზე­ლენ­სკი. ქალი კი პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვაა.

screenshot-3-56353-1653023435.png

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა “ვა­ჟ­ნიე ნო­ვოს­ტი” აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში “უცხო­ე­თის აგენ­ტად” და “არა­სა­სურ­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაა” გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მამ გა­მო­ძი­ე­ბა გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Der Spiegel-თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ცე­მამ 4 წყა­რო­ზე და მო­პო­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წყა­რო, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მას დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­ა­წო­და, არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას სად და რო­გორ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი ტი­ხო­ნო­ვამ და ზე­ლენ­სკიმ. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ტე­რი­ნა პირ­ველ ქმარ­თან კი­რილ შა­მა­ლოვ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე დაფ­რი­ნავ­და მი­უნ­ხენ­ში, სა­დაც იგორ ზე­ლენ­სკი ეგუ­ლე­ბო­და. 2019 წლის ბო­ლოს იგი მი­უნ­ხენ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, თან წა­იყ­ვა­ნა ქა­ლიშ­ვი­ლიც.

olaaa-56772-1653023461.jpg

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ში უც­ნო­ბია, რა ჰქვია 2017 წელს და­ბა­დე­ბულ პუ­ტი­ნის შვი­ლიშ­ვილს, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ის ზე­ლენ­სკი­სა და ტი­ხო­ნო­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­უნ­ხე­ნი­დან ერთ-ერთი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სის მგზავ­რე­ბის სიის გაც­ნო­ბა მო­ა­ხერ­ხეს, რომ­ლი­თაც ტი­ხო­ნო­ვა, ზე­ლენ­სკი, მათი ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და ორი ძიძა მოს­კოვ­ში ჩა­ვიდ­ნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 52 წლის იგორ ზე­ლენ­სკი თა­ვის დრო­ზე თბი­ლი­სის სა­ბა­ლე­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც სხვა­თა შო­რის, ლე­გენ­და­რუ­ლი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის მოს­წავ­ლე იყო. შემ­დეგ და­ამ­თავ­რა პე­ტერ­ბურ­გის ვა­გა­ნო­ვას სა­ბა­ლე­ტო აკა­დე­მია. მისი დე­ბი­უ­ტი მა­რი­ინ­სკის თე­ატ­რში 1988 წელს შედ­გა და სწრა­ფად გა­ეც­ნო კლა­სი­კუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რის მთა­ვარ რო­ლებს. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის იყო მა­რი­ინ­სკის ბა­ლე­ტის (ყო­ფი­ლი კი­რო­ვის ბა­ლე­ტის) ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი. მა­რი­ინ­სკის ბა­ლეტ­თან მუ­შა­ო­ბის გარ­და, იგორ ზე­ლენ­სკი მიწ­ვე­უ­ლი იყო სო­ლის­ტად ნიუ-იორ­კი­სა და ლონ­დო­ნის სა­მე­ფო ბა­ლე­ტის თე­ატ­რებ­ში. განაგრძეთ კითხვა

myquiz