ცხელ აბაზანაში დიდხანს წოლას შეუძლია იმდენივე კალორია დაწვას, რამდენიც 30 წუთიანი ფეხით სიარულის დროს- ბრიტანელი მეცნიერები | Allnews.Ge

ცხელ აბაზანაში დიდხანს წოლას შეუძლია იმდენივე კალორია დაწვას, რამდენიც 30 წუთიანი ფეხით სიარულის დროს- ბრიტანელი მეცნიერები

კვლევის თანახმად, ხანგრძლივი და დამამშვიდებელი აბაზანის მიღება არასასურველი კალორიების დაწვაში შეიძლება დაგეხმარებათ. მეცნიერბეის მტკიცებით, ცხელ წყალში გარკვეული პერიოდით ყოფნა შეიძლება 30 წუთიანი სიარულის ეფექტს შევადაროთ. ის არა მხოლოდ აჩქარებს კალორიების წვას, არამედ აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონესაც.

დიდ ბრიტანეთში, ლოფბოროს უნივერსიტეტის ფიზიოლოგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც ერთსაათიან აბაზანას იღებდნენ 40°C ტემპერატურაზე, დაახლოებით 140 კალორიას წვავდნენ.

9d682f5806b27fb0ba3978e336-1652863530.jpg

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ცხელი აბაზანა ამცირებს სისხლში შაქრის დონეს უფრო ეფექტურად, ვიდრე ვარჯიში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

მეცნიერების მტკიცებით, თუ კალორიების დაწვა გსურთ ცხელ აბაზანაში დაახლოები 1 საათი უნდა გაატაროთ, თანაც ჰაერის ტემპერატურა მუდმივად 40°C უნდა იყოს.

myquiz