ვის ეკუთვნის Top-10 კომპანია, რომელმაც მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე მეტი ფქვილი შემოიტანა
2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პარალელურად, თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალს, ვინც საქართველოში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ოდენობით ხორბლის ფქვილის იმპორტი განახორციელა:
- შპს აგროტრეიდი - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. წილის 100% კი გიორგი საბაური ფლობს.
- შპს ბევრილი ჯგუფი - კომპანია 2001 წელს დარეგისტრირდა. თითქმის აბსოლუტური წილის მფლობელი ნერუ ჩანქსელიანია, რომელზეც 99.7%-ია რეგისტრირებული. ვალერიან თუთბერიძე 0.1%-ს ფლობა, გიორგი ზურაბიშვილი 0.08%-ს, ბახვა ქურდაძე კი, 0.04%-ს.
- ფიზიკური პირი - ზურაბ სოსიაშვილი
- შპს ალფა - კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ის მფლობელი კობა კურდღელაშვილია.