Georgian Fish and Caviar - ქართული ინოვაციური ფერმა გლობალურ ბაზარზე გადის | Allnews.Ge

Georgian Fish and Caviar - ქართული ინოვაციური ფერმა გლობალურ ბაზარზე გადის

Georgian Fish and Caviar მალხაზ შუბალიძემ (Malkhaz Shubalidze) ეროვნული მოტივებით დაზღვის მიმართ სიყვარულით შექმნა. დღეს კი კომპანია ახალ უფროს ტექნოლოგიურ ოფიცერთან – ლერი ჭიჭინაძესთან (Leri Chichinadze) ერთად გლობალური ბაზრისთვისაა მზად.

მიუხედავად დასაწყისში მინიჭებული ექსპერიმენტული სტატუსისა, ფერმამ გადალახა სირთულეები და კავკასიის რეგიონში წამყვან, შთამაგონებელ საწარმოდ იქცა.

დღეს ფერმა 4 ჰექტარზეა გადაჭმული და საქართველოში ერთ-ერთი სუფთა წლით, მდინარე კინტრიშით, მარაგდება. ინტენსიური წყალმომარაგების მეურნეობა ყველა ევროპული სტანდარტის დაცვით აშენდა და მუდმივი მოდერნიზაციის პროცესშია.

ამჟამად ფერმაში 4 სხვადასხვა სახეობის თევზს ნახავთ. მათ შორის კოლხურ ზუთხს, რომელიც ველური, ენდემური სახეობაა. მისთვის ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული ჰაბიტატის შექმნა აუცილებელია, რასაც ფერმამ წარმატებით გაართვა თავი.

2-1652781156.jpg

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მისი უდიდესი მიღწევა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობის შენარჩუნება და მასზე დაკვირვება იქნება.

Georgian Fish and Caviar სახელგანთქმულია წითელი და შავი ხიზილალით, რომლის პიკანტურ გემოს მაღალი ხარისხის საკვები და თევზის მოწველის ინოვაციური მეთოდი განაპირობებს.

მდინარე კინტრიში თევზებს ორგანული საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, თუმცა Biomar, Skretting და Coppens პროდუქციის გამოყენებით, საუკეთესო ხარისხის ხიზილალა მზადდება.

ფერმაში თევზის მოწველა მათი ორგანოების და სიცოცხლის დაზიანების გარეშე ხდება,რაც გამორჩეულ ხიზილალასთან ერთად, ახალი შთამომავლობის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა.

სწორედ კოლხური ზუთხის რეპროდუქციაზე მუშაობენ ფერმერები, რომლებმაც უკვე ასობით ჯანმრთელი თევზის დაბადებას შეუწყეს ხელი.

3-1652781167.jpg

ეს პროცესები პროფესიონალიზმს მოითხოვს, რის გამოც ფერმამ თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება პრიორიტეტად დაისახა დაყოველდღიურად განაგრძობს მათთვის საჭირო უნარების განვითარებას.

გარდა ამისა, დაწესებულება 2 წელიწადზე მეტია ეროვნულ ინიციატივაშია ჩართული. მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის მდინარეების აბორიგენული ნაკადულის კალმახით გათევზიანებაა, რათა ამ მდინარეებზე განთავსებული ჰესების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდეს. სულ მალე სიას ქობულეთისა და გურიის მდინარეებიც დაემატება.

კომპანიის გუნდის დაუღალავი მუშაობა უკვე აისახა საქართველოს ბაზარზე არსებულ საბითუმო–საცალო ფასებზე და იმპორტის მოცულობებზე. უახლოესი გეგმები კი არსებული საწარმოს გაფართოებას, კოლხური ზუთხის ფერმის შექმნასა და ქართული პროდუქციის გლობალური ბაზრისთვის გაცნობას მოიაზრებს.

(R)

myquiz