როგორ აღვიდგინოთ ძალები უძილო ღამის შემდეგ | Allnews.Ge

როგორ აღვიდგინოთ ძალები უძილო ღამის შემდეგ

თუნდაც ერთი ღამის უძილობამ, შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინის ყურადღების კონცენტრაციაზე,რეაქციის სიჩქარესა და ტვინის ინფორმაციის შენარჩუნებისა და გადამუშავების უნარზე.

უძილო ღამის შემდეგ, არ არის საჭირო ამის გამო ნერვიულობა, რადგანაც სტრესი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მდგომარეობას. სომნოლოგების რჩევით, აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას. სპეციალისტები გვირჩევენ, ძილის გასაუმჯობესებლად, უარი ვთქვათ გვიან ღამით ვახშმობაზე, ალკოჰოლსა და საღამოს ტელეფონით სარგებლობაზე.

უძილობის შემდეგ, დაღლილობის გასამკლავებლად სპეციალისტები გვირჩევენ ცოტა ყავის დალევასა და გასეირენებას. ძილის მოწესრიგებაში ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ფიზიკური ვარჯიში. მოძრაობის შედეგად განვითარებული დაღლილობა ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას.

ხშირად, ადამიანს რთული დღის შემდეგ არ აქვს გარკვეული დროით მოდუნების საშუალება და მაშინვე წვება დასაძინებლად. სპეციალისტები ასევე გვირჩეენ გამოსასვლელ დღეებშიდაც შეივნარჩუნოთ ძილის შემშავებული რეჟიმი და ჩვეულ დროს გავიღვიძოთ.

Mkurnali.ge

myquiz