ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას | Allnews.Ge

ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას

ორ თვე­ზე მე­ტია, რაც უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ებ­რძვის. ომში ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ბევ­რი მათ­გა­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე, ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძვის. ნა­წი­ლი მო­ხა­ლი­სედ, მუ­შა­ობს ან სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში თან­ხას აგ­რო­ვებს ომით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

ამ დროს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა პუ­ტი­ნის მხა­რე და­ი­ჭი­რა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. მათ შო­რის იყ­ვნენ ნა­ტა­შა კა­რა­ლი­ო­ვა, სტას ბონ­და­რენ­კო, ლო­ლი­ტა და სხვე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არი­ან რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ღიად გა­მო­უ­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რა და ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას, რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი - სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი უწო­დეს.

ვნა­ხოთ, ვინ არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის დამ­პყრობ­ლურ პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან:

ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი

19110529-303-67400-1652157463.jpg

რუსი მუ­სი­კო­სი ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი 2014 წლი­დან გმობს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს და ომს უკ­რა­ი­ნა­ში. მას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ "უკ­რა­ი­ნის გამო სული სტკი­ვა", რად­გან მას მშობ­ლი­უ­რად თვლის.

ლია ახე­ჯა­კო­ვა

screenshot-4-67431-1652157480.png

მსა­ხი­ობ­მა ლია ახე­ჯა­კო­ვამ არა­ერ­თხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­ჩა­ღე­ბულ ომში. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ უნდა იღუ­პე­ბოდ­ნენ დამ­პყრობ­ლე­ბის ტყვი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც პუ­ტინ­მა მათ და­უ­მიზ­ნა. იგი ასე­ვე მხარს უჭერს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და ამ­ბობს, რომ მისი წყა­ლო­ბით უკ­რა­ი­ნა გა­დარ­ჩე­ბა.

მაქ­სიმ გალ­კი­ნი

screenshot-1-67466-1652157499.png

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, მაქ­სიმ გალ­კინ­მა ომი დაგ­მო. ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში მო­უ­წია გა­დას­ვლა, რათა რო­გორ­მე თავი და­ეც­ვა. გალ­კი­ნი თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გამო სამ­შობ­ლო­ში "აკ­რძა­ლეს“, მაგ­რამ არ ნა­ნობს. შო­უ­მენ­მა ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტე­ბი უკვე და­ა­ა­ნონ­სა და თან­ხის ნა­წილს უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს გა­დას­ცემს.

განარგძეთ კითხვა