რა კომპანიებში ფლობს წილებს ხვიჩა მაქაცარია, რომელიც "ბილაინის“ 100%-იან წილს ყიდულობს | Allnews.Ge

რა კომპანიებში ფლობს წილებს ხვიჩა მაქაცარია, რომელიც "ბილაინის“ 100%-იან წილს ყიდულობს

ბიზ­ნეს­მე­ნი ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია "ბი­ლა­ინ­ში“ ბრუნ­დე­ბა, თუმ­ცა 20%-ის ნაც­ვლად, ამ­ჯე­რად ის კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ხდე­ბა. "ბი­ლა­ი­ნის“ გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რა. მა­ქა­ცა­რი­ამ წი­ლის ნას­ყი­დო­ბის თა­ო­ბა­ზე კო­მი­სი­ას 4 აპ­რილს მი­მარ­თა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხვი­ცა მა­ქა­ცა­რია "ვი­ონ­ში“ "მი­რენ ინ­ვეს­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით 20%-იან წილს უკვე ფლობ­და. თუმ­ცა გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მა­ქა­ცა­რია "ბი­ლა­ი­ნი­დან“ გა­ვი­და, მისი 20%-იანი წილი კი "ბი­ლა­ი­ნის“ 51%-იანი წი­ლის მფლო­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ "ვო­თერთრა­ილ ინ­დას­ტრი­ზიმ“ შე­ი­ძი­ნა. ამ ტრან­ზაქ­ცი­ის შე­დე­გად "ვო­თერთრა­ილ ინ­დას­ტრი­ზი“ "ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ 71%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, დარ­ჩე­ნილ 29%-ის მფლო­ბე­ლი კი "ინ­ვეს­ტი­კო ალი­ან­სი” დარ­ჩა.

“ვი­ო­ნი“ არ არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, სა­დაც ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია წი­ლებს ფლობს. ბიზ­ნეს­მე­ნი მსხვი­ლი ჰოლ­დინ­გუ­რი კომ­პა­ნია CBS ჯგუ­ფის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ისეთ კომ­პა­ნი­ებს აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა “თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი”, “თბი­ლი­სი ენერ­ჯი”, "თელ­მი­კო“, Caucasus Cable System - ბულ­გა­რე­თი. “ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია”, "ქა­ლა­ქუ­რი“ და სხვა აქ­ტი­ვე­ბი.

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია წი­ლებს ფლობს:

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა