გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა დაემართა კაილია პოსეის? | Allnews.Ge

გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა დაემართა კაილია პოსეის?

“ბავ­შვე­ბი და ტი­ა­რე­ბის“ (Toddlers and Tiaras) ვარ­სკვლა­ვი, კა­ი­ლია პო­სეი 16 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, მის­მა დე­დამ "ფე­ის­ბუ­ქით" გა­ავ­რცე­ლა.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის და ფიქ­რიც აღარ შე­მიძ­ლია. ჩემი ლა­მა­ზი გო­გო­ნა აღარ არის. გთხოვთ, ნუ შეგ­ვა­წუ­ხებთ, სა­ნამ კა­ი­ლი­ას და­კარ­გვას ვგლო­ვობთ", - წერს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

kailaa-48171-1651665586.jpg

16 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მარ­სი პო­სე­ის არ და­უ­ზუს­ტე­ბია. Page Six-ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ეს ეჭ­ვე­ბი ვე­გა­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ უარ­ყო და თქვა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მათ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ.

კა­ი­ლია პო­სეი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­თი "ბავ­შვე­ბი და ტი­ა­რე­ბი“ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­მე­ლიც 2012 წელს გა­დი­ო­და აშშ-ში. ეს სა­ბავ­შვო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი იყო, მა­ყუ­რე­ბე­ლი შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს და მათ ოჯა­ხებს 2009 წლი­დან 2013 წლამ­დე ადევ­ნებ­და თვალს. როცა კა­ი­ლი­ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ი­წყო, ის მხო­ლოდ 5 წლის იყო.

poseei-48199-1651665598.jpg

2012 წლი­დან, პო­სე­ის სა­ხეს უკვე ყვე­ლა სცნობ­და, რაც Gif-ის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რო­მელ­შიც გო­გო­ნა იცი­ნის. "მე კა­ი­ლია მქვია და 5 წლი­ნა­ხევ­რის ვარ“ - ამ­ბობ­და ის.

მან პირ­ველ ეპი­ზოდ­ში ისიც თქვა, რომ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მისი მი­ზა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იყო, რად­გან ფუ­ლის მო­გე­ბა მოს­წონ­და. 10 წელი გა­ვი­და, რაც ეს ეპი­ზო­დი გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და მოძ­რავ ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც კა­ი­ლია იცი­ნის, დღემ­დე ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

პო­სეი ახ­ლა­ხან "მის ვა­შინგტო­ნის" თი­ნე­ი­ჯერ­თა კონ­კურ­სში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ქა­ლაქ ლინ­დენს წა­რად­გენ­და. მას პი­ლო­ტო­ბა სურ­და.

კა­ი­ლია პო­სე­ის მო­უ­ლოდ­ნელ გარ­დაც­ვა­ლე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ყვე­ლას გა­უ­ჭირ­და ახალ­გაზ­რდა და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ გო­გო­ნას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა.

myquiz