რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში | Allnews.Ge

რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ბევრ ქვეყანაში სანქციები დაუწესდათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ქონების შეძენაზე.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში. საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უძრავი ქონება.

,,სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე პირი, მათ შორის 10 411 პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) მესაკუთრედ" - აცნობეს უწყებიდან ,,ბიზნესპრესნიუსს".

განაგრძეთ კითხვა