"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი | Allnews.Ge

"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი

უკ­რა­ი­ნელ­თა უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ებს ბოლო არ უჩანს. ამ­ჯე­რად BBC-ის მა­რი­უ­პოლ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მისი სამი შვი­ლის ამ­ბავს ქა­ლის მე­გო­ბა­რი, ნა­ტა­ლია უამ­ბობს რო­მელ­მაც თვი­თონ ომს თავი და­აღ­წია და ამ­ჟა­მად დიდ ბრი­ტა­ნეთ­შია.

ის მე­გო­ბარ იუ­ლი­ა­ზე ყვე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მა­რი­უ­პოლ­შია და სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სულ­მა ბომ­ბებ­მა იუ­ლი­ას სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს, ქალი თა­ვის სამ მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ერ­თო თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სარ­დაფ­შია მო­წყო­ბი­ლი.

რო­გორც ნა­ტა­ლია ამ­ბობს, ბავ­შვე­ბი საჭ­მელს ხში­რად ითხოვ­დნენ,იუ­ლია კი მათ მხო­ლოდ ძი­ლის წინ აჭ­მევ­და, რათა და­ნაყ­რე­ბუ­ლებს და­ე­ძი­ნათ.

"წვი­მი­სას გუ­ბე­ე­ბი­დან სვამ­დნენ წყალს, როცა წყურ­ვილს და­იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ, შემ­დეგ ჭურ­ჭელს დგამ­დნენ გა­რეთ, რომ წყლით გა­ევ­სოთ," - ყვე­ბა ქალი.

bavshvebi-43346-1651573052.jpg

BBC-იმ ნა­ტა­ლი­ას დახ­მა­რე­ბით იუ­ლი­ას­თა­ნაც მო­ა­ხერ­ხა და­კავ­ში­რე­ბა. მან გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ზოგ­ჯერ სა­მა­ლა­ვი­დან გას­ვლაც უწევს, ბომ­ბე­ბი­სა და ტყვი­ე­ბის ქვეშ, რომ შვი­ლე­ბის­თვის სას­მე­ლი წყა­ლი იშო­ვოს.

თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც იუ­ლია თა­ვის სამ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა, არც წყა­ლი და არც საჭ­მე­ლი არ აქვთ, არც სა­პირ­ფა­რე­შო, სა­ა­ბა­ზა­ნო და შუქი.

natali-43378-1651573072.jpg

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი პა­ტა­რა თეფ­ში წვნი­ა­ნი მაქვს ხოლ­მე და 1 ჭიქა წყა­ლი, რომ სამ შვილს გა­ვუ­ნა­წი­ლო" - ამ­ბობს იუ­ლია.

ნა­ტა­ლია რო­ბერტსმა, რო­მე­ლიც იუ­ლი­ას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, უელსს შე­ა­ფა­რა თავი და ახლა მისი ნატ­ვრაა, რომ მე­გო­ბარ­მა შვი­ლებ­თან ერ­თად მა­რი­უ­პოლს თავი და­აღ­წი­ოს.