"მიხეილ სააკაშვილს უნდა საკვების მიღება, მაგრამ ორგანიზმი არ იღებს - ძალით კვება შეუძლებელია, ანორექსიის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია" - ექიმი გიორგი გრიგოლია | Allnews.Ge

"მიხეილ სააკაშვილს უნდა საკვების მიღება, მაგრამ ორგანიზმი არ იღებს - ძალით კვება შეუძლებელია, ანორექსიის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია" - ექიმი გიორგი გრიგოლია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ გი­ორ­გი გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა სურს, თუმ­ცა, ორ­გა­ნიზ­მი ვერ იღებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გრი­გო­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა.

რო­გორც გრი­გო­ლია გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წო­ნა­ში კლე­ბა კუნ­თო­ვა­ნი ნა­წი­ლის ხარ­ჯზე ხდე­ბა, რაც სა­ხი­ფა­თოა.

მე­დი­კო­სის თქმით­ვე, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რა­შიც ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას არ გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ექი­მი აცხა­დებს, ანო­რექ­სია სე­რი­ო­ზუ­ლი დი­აგ­ნო­ზია, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ არის.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ზრახ არ იღებ­და საკ­ვებს ოქ­ტომ­ბერ­ში და ნო­ემ­ბერ­ში, მა­შინ მწვა­ვე შიმ­ში­ლი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. დღეს, მას უნდა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, მას არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია ხმა­მაღ­ლა, რომ ის შიმ­ში­ლო­ბას აპი­რებს, ან გა­ნაგ­რძობს, ან თა­ვი­დან და­ი­წყო, მას უნდა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, არის მთე­ლი რიგი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც მას უყ­ვარ­და და ალ­ბათ, ახ­ლაც უყ­ვარს, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მი ამას არ იღებს, ეწყე­ბა გუ­ლის­რე­ვა, კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ტკი­ვი­ლი და ა.შ. არ მინ­და, დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვი­დე, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა, მა­ინც და მა­ინც, ცი­ლო­ვან პრე­პა­რა­ტებს ვერ იღებს, ანუ იმ პრე­პა­რა­ტებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მას უჯრე­დო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი არ და­ე­შა­ლოს. როცა მწვა­ვე შიმ­ში­ლო­ბის დროს ვნა­ხეთ, მა­ში­ნაც ჰქონ­და წო­ნის კლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ეს იყო ცხი­მე­ბის ხარ­ჯზე, რაც სა­ში­შია, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად. ბოლო ერთ თვე­ში, 8 კგ-ის დაკ­ლე­ბა არის კუნ­თო­ვა­ნი ნა­წი­ლის ხარ­ჯზე, რაც სა­ში­შია.

ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა უჯრე­დე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რა­საც ენერ­გია და ცილა სჭირ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი უჯრე­დე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დი ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტომ, თუ გა­ნახ­ლე­ბის მა­სა­ლა არ არ­სე­ბობს ცი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ორ­გა­ნიზ­მი სა­კუ­თა­რი მა­სა­ლის მოხ­მა­რე­ბას იწყებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იწყე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გან­ლე­ვა კუნ­თე­ბის ხარ­ჯზე, ჯერ არ ვართ ტერ­მი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ში, მაგ­რამ საკ­მა­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი სტა­დი­აა და­ა­ვა­დე­ბის, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ეს არ არის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მელ­საც ის მეტ-ნაკ­ლე­ბად სულ იღებ­და.

მას არ ეხ­სნე­ბა სტრე­სი, არ ეძ­ლე­ვა ფსი­ქო­თე­რა­პია, ძა­ლით კვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თვი­თონ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლია, ახლა უნდა ჩა­ერ­თოს ექი­მე­ბის ფარ­თო სპექტრი - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გე­ბი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი - შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ამ და­ა­ვა­დე­ბის აქ მკურ­ნა­ლო­ბა. მე არ ვარ ძა­ლი­ან ღრმად ჩა­ხე­დუ­ლი, ანო­რექ­სი­ის დი­აგ­ნო­ზი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, დღე­ვან­დელ დღე­საც, სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც არის ამის გა­მოც­დი­ლე­ბა და მინ­და გი­თხრათ, ბევ­რი კლი­ნი­კაც არ არ­სე­ბობს, სა­დაც ანო­რექ­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, 20%-მდე აღ­წევს ლე­ტა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

myquiz