ვის სურს ქართველების დაკეტილი სახლების ათვისება აფხაზეთში? - "რას ითხოვთ, სხვის საკუთრებაში გინდათ იცხოვროთ? თუმცა, ეს ხომ პირველი არ იქნება" | Allnews.Ge

ვის სურს ქართველების დაკეტილი სახლების ათვისება აფხაზეთში? - "რას ითხოვთ, სხვის საკუთრებაში გინდათ იცხოვროთ? თუმცა, ეს ხომ პირველი არ იქნება"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ დრო­ე­ბით და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი­სა და ბი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­კი­თხი პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ რა­ი­ო­ნე­ბი­დან სას­წავ­ლებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ წუ­ხილს გა­მოთ­ქვა­მენ, ქი­რით ცხოვ­რე­ბის გამო. მათი თქმით, შე­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და თვი­დან თვემ­დე თან­ხა არ ჰყოფ­ნით. ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ითხო­ვენ...

ekhokavkaza.com-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში ავ­ტო­რი წერს, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, დე­ნის გა­თიშ­ვაც შე­წყვი­ტეს...

"შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხს აგ­რე­სი­უ­ლი პოს­ტე­ბი­სა და ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის მი­ზე­ზი გა­მო­ე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ახლა ახალ­გაზ­რდე­ბის უბი­ნა­ო­ბის თემა შე­მო­ეგ­დოთ, რაც პა­ტა­რა აფხა­ზე­თის­თვის ნამ­დვი­ლად დიდი პრობ­ლე­მაა.

თემა ახა­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა, ასე­ვე ახა­ლი წყვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სო­ხუმ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სწავ­ლის ან სამ­სა­ხუ­რის გამო), იქ სახ­ლი არ აქვთ და იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან იქი­რა­ონ. ბი­ნის ფასი თვე­ში 15 ათას რუბ­ლამ­დე ღირს. ამი­ტო­მაც, ქა­ლაქ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ხუ­მის ახალ რა­ი­ონ­ში, უამ­რა­ვი ად­გი­ლი იც­ლე­ბა. ამ დროს სო­ხუმ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რე­ბი ან ვი­ღა­ცებ­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი, ან უკვე გა­და­ყი­დუ­ლია.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო არა­ერ­თი სკან­და­ლი აგორ­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ბი და­კე­ტილ სახ­ლებ­ში თვით­ნე­ბუ­რად შე­ვარ­დნენ და მათი იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა მი­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გახ­და სა­ჭი­რო" - წერს გა­მო­ცე­მა.

ამ დღე­ებ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბის თემა ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, დონ­ბა­სე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ჩას­ვლას უკავ­შირ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დონ­ბა­სი­დან ლტოლ­ვილ­მა რუ­სებ­მა, აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ნილ ცა­რი­ელ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ში, მცი­რე ან გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით შე­სახ­ლე­ბა მო­ი­სურ­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ის, ვინც დონ­ბას­სა და ლუ­განსკში დამ­ბრუ­ნე­ბე­ლი იყო, უკვე დაბ­რუნ­და, სხვე­ბი კი, ისევ აფხა­ზე­თის სას­ტუმ­რო­ებ­ში რჩე­ბი­ან.

"თუმ­ცა, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ ვერ იქ­ნე­ბოდ­ნენ, და­სარ­ჩენს ეძებ­დნენ... იქ­ნებ ერთ დღეს მო­ვა­ბათ თავი და მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გავ­მარ­თოთ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მივ­მარ­თოთ და ავუხ­სნათ, რომ სა­ცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა გვაქვს. სოფ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი არა­ფე­რია. აქ ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, თან ქი­რის გა­დახ­დის და თან ოჯა­ხის რჩე­ნა რთუ­ლია. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის, მით უფრო, რომ ბი­ნის ქირა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კე­ტი­ლი, მო­უვ­ლე­ლი და დაშ­ლის პი­რას მი­სუ­ლი სახ­ლე­ბი კი, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იქ­ნებ ვინ­მე ინ­ვეს­ტო­რი იპო­ვონ, თუ გა­მო­სას­ყი­დია გა­მო­ის­ყი­დონ, და­ნარ­ჩენს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რონ და შეგ­ვიშ­ვან, ბო­ლოს და ბო­ლოს, რა­მით გვაგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ ქვეყ­ნის დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე ზრუ­ნავთ, თო­რემ თავს უკვე სა­კუ­თარ მი­წა­ზე უმ­ცი­რე­სო­ბად ვგრძნობთ" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მათი თქმით, ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბის დან­გრე­ვა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს, უსა­მარ­თლოა. სხვე­ბი მათ პა­სუ­ხო­ბენ, რომ პრობ­ლე­მა დონ­ბა­სელ ლტოლ­ვი­ლებ­ში კი არა, იმ ახალ­გაზ­რდებ­შია, ვი­საც რა­ი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნდა მა­შინ, რო­დე­საც, აფხა­ზე­თის არა­ერ­თი რა­ი­ო­ნი იც­ლე­ბა.

"რა­ტომ არ გსურთ გუ­და­უ­თა­ში ან ტყვარ­ჩელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად იც­ლე­ბა? ან რა­ტომ არ გსურთ თქვე­ნი სოფ­ლის სახ­ლებ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა? თუ თქვე­ნი­ა­ნებ­თან, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა­ში გი­ჭირთ, იქ ცა­რი­ე­ლი სახ­ლე­ბის მეტი რა არის, მათ მო­სავ­ლე­ლად რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­საც კი ტო­ვე­ბენ" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამ პა­თოსს, ძი­რი­თა­დად, გაგ­რის, სო­ხუ­მი­სა და ბიჭ­ვინ­თის მო­სახ­ლე­ო­ბა იზი­ა­რებს.

"უკაც­რა­ვად, რას ითხოვთ, სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში გინ­დათ იცხოვ­როთ თუ რო­გორ? თუმ­ცა, ეს ხომ პირ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა, ეს ხომ ერთი-ორს არ გა­უ­კე­თე­ბია. სხვის კმა­ყო­ფა­ზე ცხოვ­რე­ბას თუ არ გა­და­ვეჩ­ვე­ვით, არას­დროს არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა" - წე­რენ ისი­ნი.

"აქ პრობ­ლე­მა ის არის, რომ 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში შე­ვიდ­ნენ, ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას ვერ შე­ერ­წყნენ... სო­ხუ­მე­ლე­ბი, გაგ­რე­ლე­ბი, ბიჭ­ვინ­თე­ლე­ბი მათ "თა­ვი­სი­ა­ნე­ბად" ვერ აღიქ­ვა­მენ და ასე იქ­ნე­ბა სულ. არა უშავს, "ბულ­დო­გი" ემ­ზა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის, კრემ­ლის ფა­ვო­რი­ტი ინალ არ­ძინ­ბა (ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი) უბი­ნა­ო­ბის სა­კი­თხსაც მო­აგ­ვა­რებს და გე­ნო­ფონ­დის გა­დარ­ჩე­ნი­სა­საც, ოღონდ ეს და­მო­უ­კი­დე­ბელ აფხა­ზეთ­ში არ მოხ­დე­ბა" - წერს რიმა ხა­ხუ­ბია.

სხვე­ბის თქმით, და­კე­ტილ სახ­ლებ­ში ახალ­გაზ­რდა აფხა­ზე­ბი­სა და წყვი­ლე­ბის შე­სახ­ლე­ბის იდეა ცუდი არ არის, მაგ­რამ ამ საქ­მეს არა­სამ­თავ­რო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა სჭირ­დე­ბა, რათა სათ­ქმე­ლი მე­დი­ამ­დე, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს. თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ინალ არ­ძინ­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად მი­იჩ­ნია და დაბ­ლო­კა...

ambebi.ge

myquiz