"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე

ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია ,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­და­ცე­მა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნა ან აცრა ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნი­ტეტს მხო­ლოდ 6-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ვებს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ბუს­ტერ“ დო­ზის მი­ღე­ბა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეპიდსი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას ახა­სი­ა­თებს, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მივ­დი­ვართ თუ არა პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის­კენ, ჩემი პა­სუ­ხია ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად "არა“, არც დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა. უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის გზა იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­დის. თუ აც­რი­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 70%, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა, მა­შინ ამ ვირუსს ე.წ. მო­დე­ბის წერ­ტი­ლი აღარ ექ­ნე­ბა და პან­დე­მია გა­და­ვა ენ­დე­მურ რე­ჟიმ­ში.

ამი­ტომ, ძა­ლი­ან გვინ­და და მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ წლის ბო­ლომ­დე, ცივი პე­რი­ო­დი სა­ნამ დად­გე­ბა, აიც­რან. აც­რაც და ვირუ­სის გა­და­ტა­ნაც მუდ­მივ იმუ­ნი­ტეტს არ ტო­ვებს, ეს გრძელ­დე­ბა 6-8 თვე, ამი­ტომ სა­ჭი­როა გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­საც "ბუს­ტერს“ ვე­ძა­ხით. მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა მსჯე­ლობს იმა­ზე, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წელს პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, შე­იძ­ლე­ბა რეს­პი­რა­ცი­ულ და გრი­პო­ზულ ინ­ფექ­ცი­ად გა­და­იქ­ცეს, მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ინ­ფექ­ცია გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­დეს, ან იყოს აც­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 50 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ე.წ. მე­ო­რე ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბა და­ი­წყე­ბა.

"იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლე­ბა და რო­გორც მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ი­წყე­ბა მე­სა­მე აც­რის შემ­დეგ, 50 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ე.წ. მე­ო­რე ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

myquiz