82 წლის ალ პაჩინოს 28 წლის შეყვარებული ჰყავს: როგორ აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა დაბადების დღე საყვარელ ქალთან ერთად | Allnews.Ge

82 წლის ალ პაჩინოს 28 წლის შეყვარებული ჰყავს: როგორ აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა დაბადების დღე საყვარელ ქალთან ერთად

28 წლის ნურ ალ­ფა­ლაჰ­სა და მას­ზე 54 წლით უფ­რო­სი მსა­ხი­ო­ბის, ალ პა­ჩი­ნოს რო­მა­ნის ამ­ბა­ვი მე­დი­ის­თვის ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც ჩანს, ისი­ნი აღარ აპი­რე­ბენ თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბის და­მალ­ვას.

ალ პა­ჩი­ნო და ნური, მსა­ხი­ო­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ჰო­ლი­ვუდ­ში, იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში წა­ვიდ­ნენ სა­ვახ­შმოდ და სწო­რედ აქ "გა­მო­ი­ჭი­რეს" ისი­ნი პა­პა­რა­ცებ­მა. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, წინა კვი­რას გახ­და ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში პა­ე­მან­ზე, ერ­თად ვახ­შმო­ბი­სას შე­ამ­ჩნი­ეს.

al-56301-1651120531.jpg

რო­გორც ჩანს, წყვი­ლის­თვის 54-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. ალ პა­ჩი­ნო რომ ში­ნა­გა­ნად ისევ ახალ­გაზ­რდაა, მისი ტე­ლე­ფო­ნის ქე­ი­სიც მოწ­მობს, რო­მელ­ზეც "შრე­კის" გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია. "გუ­ლით ახალ­გაზ­რდა" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ფა­ნე­ბი ალ პა­ჩი­ნოს.

28 წლის ნურ ალ­ფა­ლა­ჰი პრო­დი­უ­სე­რია და მი­ლი­ონ­რე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა. მამა ქუ­ვე­ი­თი­დან ჰყავს, დედა კი ამე­რი­კე­ლია.

"ნური ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მდი­დარ და ასა­კით უფ­როს მა­მა­კა­ცებს ხვდე­ბა," - ამ­ბობს ერთ-ერთი წყა­რო. აქამ­დე ის, მიკ ჯა­გერს ხვდე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის მიკი 74 წლის იყო, ნური კი მხო­ლოდ 22-ის.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ჭო­რე­ბიც, რომ ნური ჯა­გერ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, 91 წლის კლინტ ის­ტვუდ­საც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვად გო­გო­ნა უარ­ყოფს ამას.

mik-56516-1651120561.jpg

ნური მიკ ჯა­გერ­თან ერ­თად

alpa-56465-1651120591.jpg

ალ პა­ჩი­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ბო­ლოს სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მსა­ხი­ობ მე­ი­ტალ დო­ჰან­თან იყო. როცა ერ­თმა­ნეთს და­ცილ­დნენ, ქალი 40-ის, პა­ჩი­ნო კი 79 წლის იყო. მსა­ხი­ობს 3 შვი­ლი ჰყავს. წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ ნური და ალ პა­ჩი­ნო ერ­თმა­ნეთს პან­დე­მი­ის და­სა­წტი­სი­დან ხვდე­ბი­ან.

myquiz