"ნახეთ ჩვენი ბიჭების ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან..." - ვინ იტყუებს აფხაზებს ომში და რატომ აკრიტიკებენ სოხუმელები დონბასელ ლტოლვილებს? | Allnews.Ge

"ნახეთ ჩვენი ბიჭების ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან..." - ვინ იტყუებს აფხაზებს ომში და რატომ აკრიტიკებენ სოხუმელები დონბასელ ლტოლვილებს?

დონ­ბა­სის ომის მო­ნა­წი­ლემ, თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის გმირ­მა, ახრა ავი­ძ­ბამ აფხა­ზე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­თა ახა­ლი ჯგუ­ფი წა­იყ­ვა­ნა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ. რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მათ გმი­რებს უწო­დებთ, სხვე­ბის თქმით, ისი­ნი ავი­ძ­ბამ თა­ვის კვალს გა­უ­ყე­ნა და ფულ­ზე გა­ყი­დულ მე­ომ­რე­ბად აქ­ცია.

კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახრა ავი­ძ­ბა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და აფხა­ზე­თის პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მით დას­რულ­და. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ას­ლან ბჟა­ნი­ას თა­ნა­შემ­წედ და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა მუდ­მი­ვი დარ­ღვე­ვე­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლის გამო მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩე­ვებ­შიც იყა­რა კენ­ჭი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო...

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში ეტა­პობ­რი­ვად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად წა­სას­ვლელ მო­ხა­ლი­სე­ებს სწო­რედ ავი­ძ­ბა აგ­რო­ვებ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ria.ru-თან სა­უ­ბარ­ში ავი­ძ­ბა ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ევ­რო­პის მხრი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო არ­სე­ნა­ლი ამო­ი­წუ­რა და უკ­რა­ი­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დარ­ჩა.

გა­მო­ცე­მა ავი­ძ­ბას მო­ხა­ლი­სე­თა ლე­გენ­და­რულ ბა­ტა­ლი­ონ "პი­ატ­ნაშ­კას" მე­ომ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"ის საბ­ჭო­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­პა ფლობ­და, უკვე გა­დას­ცეს უკ­რა­ი­ნას და ახლა ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ... უკ­რა­ი­ნამ კი ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ან არა­ე­ფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა, ან საბ­რძო­ლის ველ­ზე და­კარ­გეს" - ამ­ბობს აფხა­ზი ავი­ძ­ბა.

ამავდრო­უ­ლად, ავი­ძ­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ფოტო, სა­დაც ე.წ. ბა­ი­კე­რე­ბის კლუ­ბის, "ღა­მის მგლე­ბის" ლი­დერ­თან ალექ­სან­დრე ზალ­დას­ტა­ნოვ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz