რომელ ქუჩებზე მოუწევს მძღოლობის კანდიდატს რუსთავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება | Allnews.Ge

რომელ ქუჩებზე მოუწევს მძღოლობის კანდიდატს რუსთავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ორეტაპიანი გახდა, მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაში გახდა სავალდებულო.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში.

შს მინისტრის ბრძანებით უკვე განსაზღვრულია თითოეულ ქალაქში რა მარშრუტის გავლა მოუწევს მძღოლობის კანდიდატს გამოცდის ქუჩაში ჩაბარებისას. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში რამდენიმე მარშრუტია განსაზღვრული და მოქალაქეს წინასწარ არ ეცოდინება, თუ რა გზის გავლა მოუწევს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ 4 სავარაუდო მარშრუტს, რომელთაგან ერთ-ერთის გავლაც მოუწევს რუსთავში გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს.

რუსთავი - მარშრუტი 1

1-1650970545-1650980355.png

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია - თბილისის ქუჩა - იაკობ ცურტაველის ქუჩა - მეგობრობის გამზირი - ჟიული შარტავას გამზირი - თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ - მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

რუსთავი - მარშრუტი 2

2-1650970581-1650980381.png

მომსახურების სააგენტოს ტერიტორია - ნიკო ლომოურის ქუჩა - მეგობრობის გამზირი - იაკობ ცურტაველის ქუჩა - მეგობრობის გამზირი - ჟიული შარტავას გამზირი - თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ - მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

განაგრძეთ კითხვა