დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა | Allnews.Ge

დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა

დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა.

„2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტციკებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:- დაუსახლებელ პუნქტებში;- ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;- დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება“, - აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.