"ბოროტი ძალა "ქრისტეს სახელით“ ძალადობს და "ცოდვილის დასჯით“ ამართლებს. ქრისტე ვინმეს დასასჯელად კი არ ეცვა ჯვარს... ცოდვების გამო კი არ მოკლა ვინმე, არამედ თავად მოკვდა" - მეუფე მელქისედეკი | Allnews.Ge

"ბოროტი ძალა "ქრისტეს სახელით“ ძალადობს და "ცოდვილის დასჯით“ ამართლებს. ქრისტე ვინმეს დასასჯელად კი არ ეცვა ჯვარს... ცოდვების გამო კი არ მოკლა ვინმე, არამედ თავად მოკვდა" - მეუფე მელქისედეკი

მინ­და მო­გი­წო­დოთ, რომ გა­აძ­ლი­ე­როთ ლოც­ვა უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იქ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვი­საც იბ­რძვი­ან, - ნათ­ქვა­მია მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სის მელ­ქი­სე­დე­კის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სის შე­ფა­სე­ბით, მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის გამო სის­ხლისმღვრე­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ყვე­ლას გვახ­სოვს გა­სუ­ლი ორი წელი. ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, გა­ურ­კვევ­ლო­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა, სიფრ­თხი­ლე და გა­ბე­დუ­ლე­ბა, რაც COVID-19-ის გამო გა­ვი­ა­რეთ. 2022 წელი ბევ­რად უფრო ტრა­გი­კუ­ლად და­ი­წყო. ჩვენს მოძ­მე და მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის გამო სის­ხლისმღვრე­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლად ბედ­ნი­ე­რი იყოს, თუკი მის გვერ­დით მდგო­მი მოყ­ვა­სი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია. ახლა, ვნე­ბის კვი­რი­სა თუ ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ეს ეპის­ტო­ლე იწე­რე­ბა და იკი­თხე­ბა, მინ­და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს კარ­გად ეს­მო­დეს, რომ მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი ობ­ლდე­ბა, ენგრე­ვათ სახ­ლე­ბი და რუ­დუ­ნე­ბით ნა­შე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა, ნად­გურ­დე­ბი­ან ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ტაძ­რე­ბი, სიწ­მინ­დე­ე­ბი და ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი - იღუ­პე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერს კი ბო­რო­ტი ძალა "ქრის­ტეს სა­ხე­ლით“ აღას­რუ­ლებს და "ცოდ­ვი­ლის დას­ჯით“ ამარ­თლებს. აღ­დგო­მის ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, მინ­და ყვე­ლამ გა­ვი­აზ­როთ, რომ ქრის­ტე ვინ­მეს და­სას­ჯე­ლად კი არ ეცვა ჯვარს, არა­მედ სას­ჯე­ლი­დან სხვის გა­მო­სახ­სნე­ლად; ცოდ­ვე­ბის გამო კი არ მოკ­ლა ვინ­მე, არა­მედ თა­ვად მოკ­ვდა, რათა მას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი გა­მოხ­სნი­ლი­ყო; იესო მა­ღალ ტახ­ტრე­ვან­ზე მჯდო­მა­რე კი არ კარ­ნა­ხობ­და ვინ­მეს ყოფა-ცხოვ­რე­ბის მშრალ კა­ნო­ნებს, არა­მედ სა­კუ­თა­რი საქ­მით აჩ­ვე­ნებ­და მარ­თე­ბულ ცხოვ­რე­ბის წესს. ესაა ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ეს გვას­წავ­ლა გან­კა­ცე­ბულ­მა და მკვდრე­თით აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა და ამი­ტო­მაც ვი­ძა­ხით ამა­ყად - ქრის­ტე აღ­სდგა! ახლა, ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, მინ­და მო­გი­წო­დოთ, რომ გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ლოც­ვა უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იქ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვი­საც იბ­რძვი­ან. მკვდრე­თით აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა ინე­ბოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა, ხოლო გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი კი და­ამ­კვიდ­როს იქ, სა­და­ცა მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სის მელ­ქი­სე­დე­კის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში