"არ გვინახავს მზე, ცა...ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ" - "აზოვმა" "აზოვსტალში" დამალულების, მათ შორის, ბავშვების ვიდეო გაავრცელა | Allnews.Ge

"არ გვინახავს მზე, ცა...ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ" - "აზოვმა" "აზოვსტალში" დამალულების, მათ შორის, ბავშვების ვიდეო გაავრცელა

"აზო­ვის“ პოლ­კის მებ­რძო­ლებ­მა ახა­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც "აზოვსტა­ლის“ ბუნ­კე­რებ­ში და­მა­ლუ­ლი ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი ჩა­ნან, - Ukrinform-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დეო სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბა "და­სავ­ლე­თის" "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"სახ­ლებ­ში გვინ­და დაბ­რუ­ნე­ბა, გვინ­და ცო­ცხლე­ბი დავ­ბრუნ­დეთ, ახ­ლობ­ლე­ბი ვნა­ხოთ. 27 თე­ბერ­ვლი­დან დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად სახ­ლი დავ­ტო­ვეთ. იმ დრო­ი­დან არ გვი­ნა­ხავს მზე, ცა. ძა­ლი­ან გვინ­და აქე­დან გას­ვლა, უსაფრ­თხო ად­გილ­ზე, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,“-აცხა­დე­ბენ ბავ­შვე­ბი სამ­ხედ­რო­ებ­თან სა­უ­ბარ­ში.

"ვიმ­ყო­ფე­ბით "აზოვსტა­ლის“ კომ­ბი­ნატ­ში, მოგ­მარ­თავთ, გთხოვთ, გაგ­ვიყ­ვა­ნეთ აქე­დან. გვინ­და, სუფ­თა ჰა­ე­რი ჩა­ვი­სუნ­თქოთ.

ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რას ნიშ­ნავს ახლა ჩვენ­თვის საჭ­მე­ლი ვჭა­მოთ, ტკბი­ლი ჩაი დავ­ლი­ოთ“, - აცხა­დებს ბუნ­კერ­ში მყო­ფი ერთ-ერთი ქალი.

იხილეთ ვიდეო

myquiz