საქართველოში შესაძლოა, სარანგის სამსახური შეიქმნას - რა წინადადებას განიხილავს პარლამენტი | Allnews.Ge

საქართველოში შესაძლოა, სარანგის სამსახური შეიქმნას - რა წინადადებას განიხილავს პარლამენტი

საქართველოში შესაძლოა, პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის სამსახური შეიქმნას. ამ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქეებმა ზურაბ ვანიშვილმა და ზურაბ ღლონტმა მიმართეს.

წინადადება გულისხმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე შეიქმნას უშუალოდ პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის ერთიანი სამსახური ("სეს"–ი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე, საზღვრის კონტროლზე, მოძრაობის კონტროლზე, კრიმინალურ გამოძიებებზე და სხვა ზოგად საპოლიციო საკითხებზე.

წინადადების ავტორთა შეფასებით, სარანგის სამსახური იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა და უშუალოდ საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში იქნება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს უნდა აცნობოს.

BPN.ge