„პოსტკოვიდური გამოკვლევების შემდეგ, სრულიად შემთხვევით ბოლო სტადიის ექსტენსიური ტუბერკულოზი დამიდასტურდა “- ერთად თომას გადასარჩენად
მეგობრებო, 27 წლის ახალგაზრდას თომა ჯინჭარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თომას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მე ჯერჯერობით ვცდილობ საკუთარი ომი მოვიგო და მეტს ალბათ არც ომზე დავძრავ სიტყვას, რადგან ისედაც ყველა ელექტრომოწყობილობა ამას იუწყება და რომც მსურდეს განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი.
ახლა კი ყველაფერს პირდაპირ გეტყვით.
2022 წლის დასაწყისში პოსტკოვიდური გამოკვლევების შემდეგ, სრულიად შემთხვევით დამიდასტურდა ბოლო სტადიის ექსტენსიური ტუბერკულოზი (XDR), ყველა თანამედროვე პრეპარატზე რეზისტენტული ანუ II რიგის ქიმიოთერაპიაზე მდგრადი ფორმა.
ტუბერკულოზით დაავადებულთა ბაზაში მსგავსი დიაგნოზი მხოლოდ სამ ადამიანს აქვს დასმული.თითქმის ნახევარი ფილტვი დაფარული მაქვს მიკობაქტერიით გამოწვეული კისტოზური წარმონაქმნებით. 2014 წლამდელი, III რიგის, მოძველებული, ანტიბიოტიკური, ტუბერკულოზის ქიმიოთერაპიიდან დარჩენილია მხოლოდ 4 პრეპარატი, რომელზეც მიკობაქტერიას ჯერჯერობით აქვს მგრძნობელობა 20 - დან 30 % - მდე.
საქართველოში არ არის შესაბამისი სამედიცინო მოწყობილობა, რომლითაც მოხდება პრეპარატებისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა, როგორიცაა სიყრუე, სიბრმავე და სხვა დანარჩენი. მისი განკურნება მიუხედავას მცირე შანსისა, მხოლოდ საფრანგეთშია შესაძლებელი. საფრანგეთში მკურნალობა ლტოლვილად ჩაბარების გარეშე, რისი დროც არ მაქვს, იწყება დღეში 2000 ევროდან. ჩემნაირი პაციენტის მკურნალობის პერიოდის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია. ყველანაირ შემთხვევაში, საფრანგეთში გამოკვლევებისა და ხანგრძლივი ცხოვრებისათვის ფინანსები მესაჭიროება.
ვინ მიცნობთ პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან, რომელიც დავამთავრე. ვინც მიცნობთ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და მედიახელოვნების ფაკულტეტიდან, სადაც ბაკალავრიატი და მაგისტრატურა გავიარე. ვინც მიცნობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტიდან.ვინც მიცნობს სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდიდან. ცხოვრების განმავლობაში ვისთანაც მიმეგობრია, ვისი მოსწავლეც ვყოფილვარ, ნაცნობებს, მეგობრებს ან მათ, ვისაც უბრალოდ კარგად დავამახსოვრდი, გთხოვ გადამარჩინო, რომ შემდეგ თვითონაც შევძლო სხვების დახმარება.
საქართველოს ბანკი: #GE19BG0000000533988281
TBC ბანკი: #GE80TB7147845068100012
Paypal: Tomajintcharadze@gmail.com
მიმღები ( თომა ჯინჭარაძე )