76 წლის რუსი მხატვრის ამბავი: ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის | Allnews.Ge

76 წლის რუსი მხატვრის ამბავი: ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

76 წლის რუსი მხატ­ვა­რი, ელე­ნა ოსი­პო­ვა 20 წე­ლია რაც რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის რე­ჟიმს აპ­რო­ტეს­ტებს. მას აქ­ცი­ებ­ზე მუდ­მი­ვად აკა­ვე­ბენ, მაგ­რამ პრო­ტესტს აგ­რძე­ლებს. ელე­ნა ოსი­პო­ვას "სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სინ­დისს" უწო­დე­ბენ. ქალი მხატ­ვა­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლია, ის ბავ­შვებს პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე ას­წავ­ლი­და ხატ­ვას, ახლა კი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბით გა­მო­დის.

2022 წლის მარ­ტში იგი რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­კა­ვეს აქ­ცი­ებ­ზე. ოსი­პო­ვა­სა და OMON-ის მებ­რძო­ლე­ბის 2 მარტს გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ელე­ნა ოსი­პო­ვა:

- 24 თე­ბერ­ვალს, შუ­ა­ღა­მი­სას, და­მი­რე­კა ერ­თმა ქალ­მა, ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტმა და მკი­თხა, რას ვგრძნობ­დი მომ­ხდა­რის გამო. მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ რუსი ფი­უ­რე­რი წა­ვი­და უკ­რა­ი­ნის ანექ­სი­ა­ზე და მე ამის­თვის დიდი ხა­ნია მზად ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ 2014 წელს ჩემ­თვის ცხა­დი იყო, საით მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი (ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნის მი­მართ). ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­შინ გა­ვა­კე­თე. მაგ­რამ არა­ვის სჯე­რო­და, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო.

osipova1-66400-1650363921.gif

ელე­ნა ოსი­პო­ვა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში აქ­ცი­ა­ზე 2022 წლის, 24 თე­ბერ­ვა­ლი

იმა­ვე დღეს, 24 თე­ბერ­ვალს გა­მო­ვე­დი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტრში ბა­ნე­რით, რო­მელ­ზეც ეწე­რა: "ოჰ მა­ნია, ოჰ ომის მუ­მია! და­იწ­ვე­ბი, რუ­სე­თო! სი­გი­ჟეს, სი­გი­ჟეს სჩა­დი­ხარ!" - ეს არის მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას ლექ­სე­ბი­დან ფრა­ზა. მარ­თა­ლია, მან გერ­მა­ნი­ა­ზე და­წე­რა, მე კი რუ­სეთ­ზე. ეს პლა­კა­ტი ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დავ­ხა­ტე, 2015 წლის 27 თე­ბერ­ვალს.

აქ­ცი­ა­ზე სრუ­ლი უი­მე­დო­ბის გან­ცდით გა­ვე­დი, მაგ­რამ ხალ­ხის­გან შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმ დღეს ქუ­ჩა­ში ბევ­რი იდგა. მე ეკა­ტე­რი­ნე II-ის ძეგლ­თან ვი­დე­ქი და ისი­ნი ნე­ვე­ლის პროს­პექ­ტის გას­წვრივ გა­ურ­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ას და ყვი­როდ­ნენ: "არა ომს!" რამ­დე­ნი­მე კაცი მო­ვი­და, ტი­როდ­ნენ და მკი­თხეს: "რა ვქნათ? რო­გორ შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას? ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი იმე­დი მომ­ცა. და­ვი­ნა­ხე, რომ ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს უკ­რა­ი­ნა­ში.

თა­ვი­დან მინ­დო­და "გოს­ტინ­ნი დვორ­ში" წას­ვლა, მაგ­რამ იქ ბევ­რი პო­ლი­ცია იყო, მა­შინ­ვე წა­მიყ­ვან­დნენ. ასე მო­ვა­ხერ­ხე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს დგო­მა. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ცია გა­მოჩ­ნდა. ზო­გი­ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა და ჩემი წაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. ხალ­ხი ცდი­ლობ­და ხელი შე­ე­შა­ლა, მაგ­რამ მე თვი­თონ ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, და­ვარ­წმუ­ნე, არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ - მე­ში­ნო­და, რომ მა­თაც და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, რომ ქუ­ჩა­ში აღარ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz