"ფაქტობრივად, მეგობრების თავისუფალ საძინებლებში მიწევს ძილი" - მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი ამბობს, რომ სახლი არ აქვს | Allnews.Ge

"ფაქტობრივად, მეგობრების თავისუფალ საძინებლებში მიწევს ძილი" - მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი ამბობს, რომ სახლი არ აქვს

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, ილონ მას­კი აცხა­დებს, რომ მას სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ აქვს და მე­გობ­რებ­თან ღა­მეს ტახ­ტზე ათევს.

"ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ მაქვს და მე­გობ­რებ­თან ვრჩე­ბი ხოლ­მე. Bay Area-ზე თუ მივ­დი­ვარ, სა­დაც Tesla-ს უმე­ტე­სი ინ­ჟი­ნე­რი­აა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სულ მე­გობ­რე­ბის თა­ვი­სუ­ფალ სა­ძი­ნებ­ლებ­ში მი­წევს ძილი", - ამ­ბობს დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ილონ მას­კი.

მას­კი, ვისი ქო­ნე­ბაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 251 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, ამ­ბობს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, სიმ­დიდ­რის გლო­ბა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად მი­იჩ­ნევს თავს მი­ლი­არ­დე­რე­ბის ფონ­ზე. ამე­რი­კე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი, მათ შო­რის სე­ნა­ტო­რი ელი­ზა­ბეტ უო­რე­ნი, აკ­რი­ტი­კე­ბენ მე­გა­მი­ლი­არ­დე­რებს მათ­თვის და­კის­რე­ბუ­ლი და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გამო.

"რა თქმა უნდა, ეს პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მე მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს დავ­ხარ­ჯავ­დი ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მაგ­რამ ეს ასე არ არის. მე არც სა­კუ­თა­რი იახ­ტა მაქვს, არც და­სას­ვე­ნებ­ლად ვმოგ­ზა­უ­რობ", - ამ­ბობს მას­კი. თუმ­ცა რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოდ არის ცნო­ბი­ლი, ის ვერ­ტმფრენს ფლობს, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დე­რი ერ­თა­დერთ გა­მო­ნაკ­ლი­სად მი­იჩ­ნევს.

"თვითმფრი­ნა­ვით რომ არ ვი­სარ­გებ­ლო, მა­შინ სა­მუ­შა­ოდ ნაკ­ლე­ბი დრო დამ­რჩე­ბა", - ამ­ბობს ის.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, Insider-მა და­წე­რა, რომ მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მას­კი 50 000$-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც მან SpaceX-ის­გან იქი­რა­ვა. მას­კის პარტნი­ორ­მა, კლერ ბუ­შერ­მა ახ­ლა­ხანს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც კი თქვა, რომ ხან­და­ხან მას­კი "სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მო­თაც" ცხოვ­რობ­და და რომ ერთხელ ახა­ლი ლე­ი­ბის ყიდ­ვა­ზეც კი უარი თქვა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მის მხა­რეს ლე­ი­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

elonmassk-48181-1650289290.jpg

მას­კის ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რიც მხო­ლოდ 50 000$-ს შე­ად­გენს.

ილონ მასკმა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტვი­ტე­რის" აქ­ცი­ე­ბის ყიდ­ვა­ზეც ილა­პა­რა­კა. მისი თქმით, ეს შე­ნა­ძე­ნი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტის­თვის სამ­ზა­დი­სია. მისი თქმით, ეს არ შე­ე­ხე­ბა ქსე­ლის ბიზ­ნეს-ეკო­ნო­მი­კას და ეს მისი სან­დო­ო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გა­ა­კე­თა.

"ეს არ არის ფუ­ლის შოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ინ­ტუ­ი­ცია მე­უბ­ნე­ბა, რომ სან­დო და ფარ­თოდ ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­ჯა­რო პლატ­ფორ­მის ქონა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მო­მავ­ლის­თვის. ხალ­ხს უნდა შე­ეძ­ლოს თქვას: "მე აქ პრობ­ლე­მას ვხე­დავ", "მე ამას არ ვე­თან­ხმე­ბი"... მოკ­ლედ, უნდა შე­ეძ­ლოთ ილა­პა­რა­კონ პრობ­ლე­მებ­ზე და ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ", - გა­ნა­ცხა­და მან.

myquiz